მსოფლიოს წამყვანი პრესის შესახებ – (ნაწილი II)
De Telegraaf – წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთი ულამაზეს ქვეყნაში – ნიდერლანდებში გამომავალ ყველაზე დიდ და ავტორიტეტულ,ნიდერლანდურენოვან ყოველკვირეულ გაზეთს,რომელიც დაარსებულ იქნა 1893 წლის 1 იანვარს.დღესდღეობით მისი ტირაჟი შეადგენს 750 000 ეგზემპლარს და იგი გამოიცემა ქვეყნის მთელი მასშტაბით.გაედა ნიდერლანდებისა,იგი ვრცელდება ევროპის რიგ ქვეყნებშიც. De Telegraaf-ში ფართოდ არის მიმოხილული პოლიტიკური,სპორტული და მსოფლიოში განვიტარებული სხვა მოვლენები.გარდა ამისა,ერთ-ერთი სექცია დათმობილი აქვს ეკონომიკასა და ფინანსებს.გაზეთის მთავარი ოფისი მდებარეობს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში და იმყოვება Basismedia BV-ის შვილობილი კომპანიის – Telegraaf Media Groep-ის მფლობელობაში.გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა არ გამოირჩევა რაიმე პოლიტიკური და რელიგიური მიკერძოებულობით.ამსათანავე არ ატარებს,ქვეყანაში მოქმედი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.შესაბამისად იგი სრულიად დამოუკიდებელ გაზეთს წარმოადგენს.აღნიშნული ბეჭდვითი პრესის საიტის მისამართია – www.telegraaf.nl (ავტორი გენია.ჯი)
The Hindu – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წაკითხვად და ავტორიტეტულ ყოველდღიურ ინგლისურ ენოვან გაზეთ-ტაბლოიდს ინდოეთში.იგი დაარსებულ იქნა 1878 წლის 20 სექტემბერს,თუმცა თავდაპირველად ყოველკვირეულ ფორმატში გამოდიოდა. 1889 წლიდან კი უკვე ყოველდღიურ პრესად იქცა.მისი ტირაჟი 2009 წლიდან,შეადგენს 1 453 405 ეგზემპლარს.თუმცა სტატისტიკით ცნობილია,რომ,მას ყოველდღიურად დაახლოებით 5,2 მილიონი მკითხველი ეცნობა.შესაბამისად გაზეთი ინდოეთში გამომავალ სხვა გაზეთებს შორის,როგორც ყველაზე წაკითხვადი გაზეთი,მეორე ადგილს იკავებს The Times India-ს შემდეგ.გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა მემარვენეებისაკენ იხრება. The Hindu-ს მთავარი ოფისი მდებარეობს,ინდოეთის ქალაქ ჩენაიში (იგივე – მადრასი) .გარდა ამისა,იგი გამოიცემა ქვეყნის კიდევ 13 დიდ ქალაქში – დელიში,ბანგალორში,კოიმბატურში,ჰაიდარაბადში,კოჩში,კალკუტაში,მადურაისა და კიდევ ხუთ ქალაქში.აღნიშნული გამომცემლობის მოფლობელია კომპანია – Kasturi & Sons Ltd. 1995 წლიდან,გაზეთის წაკითხვა ინტერნეტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი და აღსანიშნავია,რომ იგი პირველი გაზეთია ინდოეთში,რომელმაც საკუთარი ვებ-საიტი შექმნა.გაზეთის ონლაინ ვერსიის წაკითხვა შესაძლებელია საიტზე – thehindu.com. (ავტორი გენია.ჯი)
The Toronto Star – წარმოადგენს კანადაში გამომავალ ყველაზე დიდ ყოველდღიურ გაზეთს,რომელიც გამოიცემა 1891 წლიდან,თუმცა მისი სახელწოდება დაარსებისას გახლდათ – The Toronto DailyStar .აღნიშნული გამომცემლობის მფლობელია კომპანია – TorStar.გამოცემის პირველ წლებში,გაზეთი დიდი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა.მაგრამ,მას შემდეგ,რაც გაზეთში რედაქტორად ჯოზეფ ატკინსონი დაინიშნა,პრობლემები ეტაპობრივად წარსულს ჩაბარდა.ატკინსონი The Toronto Star-ს 1899-1948 წლებში რედაქტორობდა. 2009 წლიდან,აღნიშნული გაზეთის ტირაჟმა,სამუშაო დღეებში 280 000 მიაღწია,ხოლო არასამუშაო დღეებში (შაბათს) – 460 000-ს,კვირას კი 317 000-სს.ძველი სახელწოდება,გაზეთმა 1971 წელს შეიცვალა.გარდა ამისა,შეიცვალა დიზაინი და ამავე პერიოდიდან გადავიდა მისი მთავარი ოფისი One Yonge Streep-ის 25 სართულიან ნაგებობაში.გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა დამყარებულია ლიბერალურ ხედვებსა და მემარჯვენეცენტრისტულ იდეალებზე.დღესდღეობით,კანადური პრესის ფლაგმანი - The Toronto Star,ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 2 199 214 ეგზემპლარად გამოიცემა.გაზეთს გააჩნია საკუთარი ვებ-საიტი,რომლის მისამართია – thestar.com (ავტორი გენია.ჯი)