შავყელიანი გედი
შავყელიანი გედი – წარმოადგენს იხვისებრნთა ოჯახის ულამაზეს ფრინველს,გედების სახეობისა.მათი გავრცელების ძირითადი არეალი გახლავთ სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილები,ჩილედან და პატაგონიიდან,ცეცხლოვან და ფოლკლენდის კუნძულებამდე რეგიონები.ზამთრის პერიოდებში – შავყელიანი გედები,გამოსაზამთრებლად პარაგვაიის სამხრეთსა და ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს სტუმრობენ.გედების სიგრძე 110-140 სანტიმეტრია,ხოლო წონით 3,5-დან 6 კილოგრამამდე იზრდებიან.მამრები,ფიზიჯურად უფრო დიდი ფორმების არიან,ვიდრე მდედრები. (ავტორი გენია.ჯი) სხვა სახეობის თანამოძმეებისაგან ისინი შავი ყელითა და თავის მოყვანილობის ფორმებით განსხვავდებიან.ფეხები ფარდისფერი,ფრთები ნაცრისფერი,ხოლო ნისკარტზე მოზრდილი წითელი ფერის,ბიბილოსავით წამონაზარდი გააჩნიათ.ისინი გვხვდებიან,ზემოაღნიშნული რეგიონებში მდებარე პატარა ტბებსა და მტკნარი წყლის შემცველ ჭაობებში.გარდა ამისა,ლაგუნებსა და ზღვის უბეებში.გამრავლების პერიოდი,ივლისიდან ნოემბრამდე გრძელდება.ამ დროისათვის შავყელიანი გედები სამხრეთ ნახევარსფეროში იმყოფებიან.დებენ 3-დან 8 კვერცხამდე,რომელზეც დედალი გედი 5 კვირის მანძილზე ზის,ხოლო მამალი ამ დროს მათ უსაფრთხოებას იცავს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ზოგადად – გედი,ერთადერთი ფრინველია,რომელიც არწივს ებრძოლება,მაშინ,როდესაც მისი თავდასხმისაგან თავს იცავს.ბუდეებს იკეთებენ სანაპიროებზე მდებარე ლერწამში.შავყელიანი გედი ბუნების ერთ-ერთი უნიკალური სახეობაა და მას განსაკუთრებით უფრთხილდებიან.ცნობისათვის,ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად,მსოფლიოში არსებული ნებისმიერი გედი,გაერთიანებული სამეფოს დედოფლის პირად კუთვნილებად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)