ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ლოდები და მუხა”
“ლოდები და მუხა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ,1888 წელს ზეთის საღებავებით შესრულებულ დიდებულ ტილოს.სურათის სიმაღლე 54,9 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 65,7 სანტიმეტრი.აღნიშნული ნამუშევარი,ვან გოგმა 1888 წლის ივლისის თვეში,საფრანგეთის ქალაქ არლიში ცხოვრებისას დახატა.სწორედ ეს პერიოდი გახლავთ მხატვრის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერი მოღვაწეობის ხანა. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე წარმოსახული პეიზაჟი მონმაჟურის მთიან რელიეფს ასახავს,რომელიც თავის მხრივ,ქალაქ არლიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.როგორც წესი,ვან გოგის ნამუშევარი,ისევე,როგორც მისი სხვა გენიალური ტილოები,საოცარი ფერთა გამითა არის შესრულებული და ასახავს,კლდოვან ლოდებში მზარდ მუხის ხეს.აღნიშნული ტილო,თვალნათელი მაგალითია იმისა,თუ რაოდენ დიდი ოსტატობით შეეძლო მხატვარს ველური ბუნების აღქმა და მასში ღრმად ჩაწვდომა.ცნობილია ისიც,რომ ვან გოგმა მონმაჟურის შესახებ მთელი რიგი სერიები შექმნა სურათებისა,რომლებიც დაცულია ამსტერდამში მდებარე,მისსავე სახელობის სამხატვრო მუზეუმში.მას შემდეგ,რაც ვან გოგმა ტილო შექმნა,მისით იმდენად მოიხიბლა მხატვრის ძმა – თეოდორუს ვან გოგი,რომ იმთავითვე მიუჩინა მას ადგილი,ძმის მიერვე შესრულებულ,კიდევ ერთ გენიალურ ტილოს – “მთესველის” გვერდით,რომელსაც თავად ვან გოგი “შედევრად” მოიხსენიებდა.დღესდღეობით,ვინსენტ ვილემ ვან გოგის მიერ დახატული სურათი – “ლოდები და მუხა”,დაცული გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე – “ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში”,კერძოდ ევროპული ხელოვნების განყოფილებაში.აქვე ცნობილია,ისიც,რომ სწორედ აღნისნული ტილო გახლავთ,ამავე მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ექსპონატი. (ავტორი გენია.ჯი)