ჰიტომადა

ჰიტომადა – იაპონური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ადამიანის სულს”,გარდა ამისა მოიხსენიებენ,როგორც – “ონიბი”,რაც თავის მხრივ – “დემონურ ცეცხლებს” წარმოადგენს.იაპონური მითოლოგიისა და ფოლკლორის მიხედვით,ისინი გახლავან ახლად გარდაცვლილი ადამიანების სულები,რომლებიც მისტიკური ცეცხლის ფორმას იძენენ.აღნიშნული ცეცხლის ფორმები,შესაძლოა წარმოადგენდნენ ღია-ლურჯ ან მწვანე ფერის მქონე სფეროებს გრძელი კუდით.ზოგიერი მითოლოგი ვარაუდობს,რომ ასეთის სახის ცეცხლებად მოსახლეობა იმ ფლუორესცენტულ აირებს მიიჩნევდა,რომლებიც ახლად გარდაცვლილთა საფლავებზე ჩნდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გადმოცემის თანახმად,ჰიტომადა ძირითადად,გაზაფხულის პერიოდში,სასაფლაოებსა და უღრან ტყეებში ჩნდებოდა.გარდა ამისა,ისინი ჩნდებოდნენ მომაკვდავი ადამიანის სიახლოვეს,როგორც სული,რომელიც ტოვებს სხეულს და მზად არის გადაინაცვლოს იმიერ სამყაროში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ზოგიერთი წყაროს მონაცემებით – ჰიტომადა შემჩნეული ჰყავდათ მაშინაც კი,როდესაც ბავშვები იბადებოდნენ.ჰიტომადების დიდი ნაწილი ქრება ან მიწაზე ეცემა იმ დროს,როდესაც მას ადამიანები შეამჩნევენ.იაპონური ფოლკლორის მიხედვით ისინი ცდილობენ მოგზაურებს სწორი გზიდან გადაახვევინონ და მცდარი გზაზე დააყენონ.სხვადასხვა წყაროს ცნობებით ასეთი სახის ცეცხლები წარმოადგენენ კიცუნეს (მელიას იაპონური სახელწოდება,რომელიც იაპონურ ფოლკლორში გამოირჩეოდა მაგიური შესაძლებლობებით,გონიერებითა და ხანგრძლივი სიცოცხლით) ოინებს,რომლებიც იყენებენ კიცუნე-ბის (მელიას ალებს),რათა მგზავრები გზას აეცდინათ.ჰიტომადა,იაპონური მითოლოგიის და ფოლკლორის განუყრელ ნაწილად მიიჩნევა და ფართოდ არის გავრცელებული კიდეც “ამომავალი მზის” ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი)