ჩინეთში მდინარეები ქრება…
გეოდეზები,რომლებიც აზიისა და მოსფლიოს ერთ-ერთ უდიდესი ქვეყნის – ჩინეთის წყლის რესურსებს შეისწავლიდნენ,შოკირებული დარჩნენ მას შემდეგ,რაც აღმოაჩინეს,რომ 1990 წლის შემდეგ,ქვეყანაში არსებული მდინარეების ნახევარზე მეტი (28 000 მდინარე) გამქრალი იქნა.ჩინეთის წყლის რესურსების სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 1990 წლის მონაცემების თანახმად,ქვეყანაში 50 000-მდე მდინარე არსებობდა,2013 წლის კვლევის შედეგებით კი,მათი რიცხვი 22 909 ერთეულს შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) რიგი,მაღალი რანგის ჩინონვნიკებისა,ამაში ბრალს დებს,კლიმატის შეცვლას და გლობალურ დათბობას,ხოლო ნაწილი კი,იმ კარტოგრაფების შეცდომას,რომლებმაც 1990 წელს არწერეს ქვეყანაში არსებული მდინარეების რაოდენობა.ექსპერტების მოსაზრებები,მაღალჩინოსნების ვარაუდებისაგან მკვეთრად განსხვავდება.ისინი ირწმუნებიან,რომ ჩინეთის ტერიტორიაზე მდინარეების რაოდენობის მასიური კლება გამოიწვია რიგმა იმ გრანდიოზულმა და გიგანტურმა პროექტებმა,რომლებსაც ხელისუფლება ატარებს ბუნების მცოდნე სპეციალისტებთან და ზოგადად საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე.მათივე მონაცემების მიხედვით,ჩინეთში მდინარეების დაშრობის უმთავრესი მიზეზები არა გლობალური დათბობა,ან კარტოგრაფების შეცდომაა,არამედ მიწისქვეშა წყლის რესურსების უზომო ექსპლუატაცია,რომელმაც რაღა თქმა უნდა ბუნებაზე მეტისმეტად უარყოფითად იმოქმედა.მაგალითისათვის,ისეთი გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობაც კმარა,როგორიცაა – Three Gordes Dam,რომელმაც ტრილიონი ლიტრა წყალი მოითხოვა.აღნიშნულმა ფაქტმა კი,თავის მხრივ უდიდესი როლი ითამაშა,რიგი მდინარეების გაქრობაში. (ავტორი გენია.ჯი) ეკოლოგიური საკითხების ინსტიტუტის ექსპერტის – მა ძიუნის მოსაზრებით,აუცილებელია ჩინეთმა დიდი ყურადღება დაუთმოს აღნიშნულ საკითხს და შემუშავდეს სხვადასხვა პროგრამები,ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული მდინარეების გადასარჩენად.მას შემდეგ,რაც გეოდეზების დასკვნა იქნა გავრცელებული,გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩინეთი იმ 13 ქვეყნის სიაში შეიყვანა,რომლებიც განსაკუთრებით განიცდიან წყლის რესურსების არქონას.მიუხედავად რიგი ღონისძიებებისა,აღნიშნული საკითხი დროთა განმავლობაში,კიდევ უფრო რთულდება. 2012 წელს,ჩინეთში მდებარე აზიის უგრძესი მდინარე – იანძი,ქალაქ ჩუნცინთან ღია-წითელ ფერად შეიღება.მეცნიერებმა იმთავითვე წამოაყენეს ამ უცნაური მოვლენის ორი ჰოპითეზა.პირველი ჰიპოთეზის თანახმად,ეს ფაქტი მიკროორგანიზმების რეპროდუქციის გამოისობით მოხდა,ხოლო მეორე და ყველაზე რეალური ჰიპოთეზა კი,მაინც რეგიონში მდებარე დიდი საწარმოო ქარხნების მიერ მდინარის დაბინძურების შედეგი იყო.გარდა ამისა,თავად ჩინელ ფერმერთა დიდი ნაწილიც,ქვეყანაში არსებულ მდინარეებს დაუდევრად ეპყრობა. 2012 წელს,ქალაქ შანხაის მაცხოვრებლებმა,მდინარე ხუანპუში აღმოაჩინეს 3 000 მკვდარი ღორი.მიუხედავად ამისა,ქალაქის ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა,რომ აღნიშნული მდინარის წყალი,რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებდა,ვარგისი იყო და არანაირ ინფექციებს არ შეიცავდა.მდინარე ნანხეში კი,ადგილობრივებმა 1 000 მკვდარი ბატი აღმოაჩინეს.ნანხეს წყალი არ წარმოადგენს სასმელად ვარგის წყალს,თუმცა სხვადასხვა დაავადებების გავრცელებისათვის მართლაც “შესაშურ” პირობებს ჰქმნის ისევე,როგორც სხვა ასეულობით მდინარე.გაეროს ბუნების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციით,ჩინეთი დგამს რიგ ნაბიჯებს ქვეყანაში არსებული წყლის რესურსების შესანარჩუნებლად,თუმცა ეს ზღვაში წვეთია.სპეციალისტთა ვარაუდით,თუკი ჩინეთის სახელმწიფომ კვლავაც აქტიურად გააგრძელა წყალქვეშა რესურსების უზომო ექსპლუატაცია,ქვეყანა სასმელის წყლის გაქრობის წინაშე აღმოჩნდება,რაც მას სრულ კატასტროფას უქადის. (ავტორი გენია.ჯი)