“მონარქების” მკვლელობები – (ნაწილი I)
ანდერსენ სტიგო (XIII საუკუნე) – რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – ჰვიდე,წარმოადგენდა იმ მდიდარ დანიელ დიდებულსა და ქვეყანაში ყველასათვის ცნობილ პიროვნებას,რომელმაც ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,დანიის მეფეზე – ერიკ V კლიპინგზე (1249-1286 წლები),შური იძია მეუღლის შეცდენის გამო. (ავტორი გენია.ჯი) მან ოჯახის ღირსების ფეხქვეშგათელვისათვის,1286 წელს მოაწყო,სხვა დანიელ დიდებულებთან ერთად შეთქმულება. 1886 წლის 22 ნოემბერს,დანიის ქალაქ ვიბორგთან მდებარე სოფელ ფინერუპთან მყოფ მეფეს,იგი ბერის სამოსით წარუდგა და სწორედ ამ დროს მიაყენა დაშნის მეშვეობით 56 სასიკვდილო ჭრილობა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ ფაქტის შემდეგ – ანდერსენ სტიგო,უამრავი დანიური ფოლკლორის,რომანტიკული ბალადებისა და თხზულებების მთავარი გმირი გახდა.
იაკობ იუჰან ანკარსტრიომი (1762-1792 წლები) – წარმოადგენდა შვედეთის სამეფო სასახლის პაჟს და შემდგომ სამხედრო პირს,რომელიც იმთავითვე მტრულად იყო განწყობილი შვედეთის მეფის – გუსტავ III-ის მიმართ,რიგი ქმედებებისა და პოლიტიკური კურსის გამო. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს მტრობა გახდა მიზეზი იმისა,რომ იაკობი,შვედ გრაფებთან და არმიის რიგ მაღალჩინოსნებთან ერთად ჩაერთო შეთქმულებაში.სწორედ ის იქნა გამოყენებული,შვედი მაღალჩინოსნების მიერ,იმ იარაღად,რომელსაც მეფე უნდა მოეკლა. 1792 წლის 16 მარტს,გუსტავ III სტოკჰოლმის ოპერაში გამართულ მასკარადზე,რევოლვერის გამოყენებით სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი იაკობ იუჰან ანკასტრიომის მიერ.იგი მეორე დღესვე იქნა დაკავებული და მალევე ეშაფოტზე სიკვდილით დასჯილი.მისი სხვა თანამზრახველები კი ქვეყნიდან გაიქცნენ.
გაეტანო ბრეში (1869-1901 წლები) – წარმოადგენდა იტალიელ ანარქისტს,რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრირებული გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში.იგი აქტიურად მონაწილეობდა ამერიკაში გამომავალი იტალიურ ენოვანი ანარქისტული გაზეთის გამოცემასა და გავრცელებაში.მას შემდეგ,რაც 1898 წელს შეიტყო ინფორმაცია,იტალიის ქალაქ მილანში მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის შესახებ,თავად იტალიის მეფის უმბერტო I-ის ბრძანების საფუძველზე,გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება და მეფის მკვლელობა. 1900 წლის 29 ივლისს,მილანში,მეფის ვიზიტისას მოახერხა მონარქთან მიახლოვება,რა დროსაც მისი მისამართით რევოლვერიდან სამი სასიკვდილო გასროლა განახორციელა.უმბერტო I,რომელიც მანამდე ორჯერ გადაურჩა თავდასხმებს,ამჯერად მოკლული იქნა.გაეტანო ბრეში დაკავებულ იქნა და რადგანაც იმ პერიოდში იტალიაში სიკვდილით დასჯა არ არსებობდა,სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.როგორც ოფიციალური დოკუმენტები მოწმობენ,მან დაკავებიდან ერთ წელიწადში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)