Dead Wish Coffee – (სიკვდილისწინა სურვილი)
Dead Wish Coffee (“სიკვდილისწინა სურვილი”) – წარმოადგენს სპეციალური და განსაკუთრებული ხარისხის ყავას,რომელიც ორჯერ მეტ კოფეინს შეიცავს,ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩვეულებრივი ყავის სახეობები.მწარმოებლებისვე მონაცემების თანახმად,მათ აღმოაჩინეს ყავის ხის ისეთი სახეობა,რომლის მარცვლები შეიცავენ ყველაზე მაღალ რაოდენობას კოფეინისა.აღნიშნულ ყავას გააჩნია არაბიკას გემო,თუმცა ამასთანავე,გააჩნია ენერგიის ორმაგად მასტიმულიზირებელი საშუალება.
“ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი ყავა.ეს არ გახლავთ იმ სახეობის ყავა,რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ.ეს ექსტრემალური ყავაა და არ გახლავთ რეკომენდირებული სუსტი ადამიანებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) მიიღეთ ისე,რომ ეს ჩვენი მხრიდან გაფრთხილებაა”, – ამბობს ერთ-ერთი მწარმოებელი.თითოეული Dead Wish Coffee-ს 450 გრამიანი შეკვრის ფასი 20 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.იმ შემთხვევაში,თუკი მყიდველს მისი ძლიერი გემო და არომატი არ დააკმაყოფილებს,კომპანია გარანტიას იძლევა,რომ გაყიდვიდან 60 დღის ვადაში გადახდილ თანხას აუნაზღაურებს.საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული ჟურნალის Time-ს ჟურნალისტი – რებეკა ნელსონი,რომელიც ადრე Starbucks-ის ყავის ბარში მუშაობდა,ირწმუნება,რომ მუშაობისას ორი ფინჯანი ყავა – “სიკვდილისწინა სურვილი” დალია,რის შემდეგაც განიცადა ძლიერი აღმაფრენა და ყავის დალევიდან ორი საათის შემდეგ,ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს “ყავის ნაბახუსევზე” ყოფილიყო.გარდა ამისა,ამბობს,რომ თავს ისე გრძნობდა თითქოს სრული 36 საათის მანძილზე არ სძინებია. Dead Wish Coffee-ს სხვა მომხმარებლების ცნობით კი,აღნიშნული ყავა მათ მთელი დღის მანძილზე დიდ ენერგიას მატებს და ინარჩუნებს ძალიან მდიდარ არომატს,რომლითაც იგი ესოდენ გამორჩეულია. (ავტორი გენია.ჯი)