მუხრან მაჭავარიანი – “გადღერძელებ საქართველო!”
მცირე ხარ და უსაზღვრო ხარ.
ვარსკვლავივით ამობრწყინდი.
მიხარია რომ ხარ ქვეყნად
რომ არასდროს არ მომწყინდი.
***
მიხარია რომ გადავრჩით,
რამდენ ტანჯვას გამოვცილდით,
შენი სულის მონა გავხდით,
ცოცხალნიც და დახოცილნიც.
***
რომ გიჭირდა,შენთან ვიყავ
თავზე გადექ არ მოგცილდი.
რომელ ქალზეც მითხარ სიტყვა,
მეც იმ ქალზედ დავქორწინდი.
***
შენი ხელით მოწვდილ შხამსაც,
სიხარულით გამოვცლიდი,
ძველის წასვლას გაუმარჯოს,
ახლის კალთას დავკოცნიდი.
***
მე შენს სახელს სანათელოს,
მეცხრე ცაზე გავტყორცნიდი.
გადღერძელებ საქართველო,
კიდევ უფრო ამობრწყინდი.