„დამაკვირდი”
1. „ამ ქვეყნად არაფერია მშვენიერ სახეზე უფრო მომხიბლავი და არც საყვარელი არსების ხმაზე უფრო საამური მუსიკა არსებობს”. – ჟან დე ლა ბრიუიერი
* * *
2. „ძნელია ადამიანებს დააჯერო, რომ თვალის მაგივრად განსჯით იხელმძღვანელონ”. – ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „ყველაზე დიდი გამარჯვება პატიებაა”. – ფრიდრიხ შილერი
* * *
4. „ომი თანაბრად ადებს ხარკს, როგორც ქალს, ისე მამაკაცს, მხოლოდ ერთისაგან იღებს სისხლის სახით, მეორესაგან კი ცრემლით”. – უილიამ მეიკპის თეკერეი
* * *
5. „მამის ურჩსაო, გამიგონია, გზა თურმე არსად არ წარემართა”. – ილია ჭავჭავაძე
* * *
6. „ჩამოაცალე მიზეზი და ავადმყოფი განიკურნება”. – ჰიპოკრატე
* * *
7. „ყოველი ადამიანი, ყოველი ცხოველი, ყოველი საგანი სახიფათოა. დროს გააჩნია მხოლოდ”. – კონსტანტინე გამსახურდია
* * *
8. „ქალის სილამაზე და კაცის ჭკუა მეტწილად დამღუპველად მოქმედებს მათ მფლობელებზე”. – ფილიპ დორმერ ჩესტერფილდი
* * *
9. „ადამიანები ჭამენ და სვამენ, ველურები კი ლოთობენ და ძღებიან”. – ბესარიონ ბელინსკი
* * *
10. „ყველაზე ნაკლები მადლი ცხოვრებაში – ქონებაა, ყველაზე დიდი მადლი – სიბრძნე”. – გიტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი – (ავტორი გენია.ჯი)