კონსტანტინე სტანისლავსკის ნააზრევი…
“მე მეშინია დავემსგავსო მოხუცს,რომელსაც თავი ახალგაზრდად მოაქვს,ახალგაზრდებს ეფარისევლება და ისე იქცევა,თითქოს მათი ტოლი იყოს.მათი გემოვნება და შეხედულებები ჰქონდეს,რომელიც ახალგაზრდობის გულის მოგებას ცდილობს და სულისხუთვის მიუხედავად,კოჭლობით,ბორძიკით და ლასლასით მისდევს მათ კუდში იმის შიშით,როგორმე არ ჩამოვრჩეო. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ მე არ მსურს არც მეორე,საპირისპირო როლი: მე მეშინია დავემსგავსო მეტისმეტად გამოცდილ,ყოვლისმხილველ,ყოვლისმცოდნე,მოუთმენელ,ჭირვეულ და ჯაჯღანა ბერიკაცს,რომელსაც არაფერი ახალი არ სწამს და რომელსაც თავისი ახალგაზრდობის შეცდომები და ძიებანი დავიწყებია.
ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მსურს ვიყო ის,რაც ნამდვილად ვარ,რაც უნდა ვიყო ბუნებით დადგენილი კანონების ძალით,რომელთა შესაბამისად მე მთელი საუკუნეა ვცხოვრობ”. (ავტორი გენია.ჯი)