რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…
1. „თუ ვინმე მომერევა – მომერევა ცრემლით”.
* * *
2. „ყველაზე დიდი საშინელება ესაა, როცა ადამიანი ადამიანობას კარგავს. და ეს მით უფრო საშინელია, რომ იგი, დამკარგავი, ვერ ამჩნევს დანაკარგს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „ისტორიამ ათასობით გმირთა სახელი შემოგვინახა. ეს გმირები უმთავრესად ამარცხებდნენ ეგრეთ წოდებულ „მტრებს”. მაგრამ ისტორიამ თითქმის არაფერი იცის უფრო დიდ გმირებზე – ადამიანებზე, რომლებიც თრგუნავდნენ მანკიერებებს საკუთარ სულში”.
* * *
4. „კარგ კაცს რომ ცუდი ცოლი ჰყავს, კაცსაც ცუდი ჰქვია მაშინ. სულ სხვაა კარგი ქალი. ცუდი ქმრის ხელში თუ კარგობს, ერთიორად ეწევა ფასი”.
* * *
5. „პროფესიონალიზმი… რადაც უნდა დაგვიჯდეს, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ამ სიტყვის პატივისცემა. ჩვენ ისეთივე ოსტატები გვჭირდება ყველა საქმეში, როგორც კახელი ვაზისმსხვლელები და რაჭველი პურისმცხობელები გვყავს. მაშინ უკვე სრული უფლება გვექნება, მოვითხოვოთ კარგი მწერლები და მეცნიერებიც”.
* * *
6. „ადამიანო, ნურასოდეს ნუ დაგავიწყდება, რომ შენ მარტო ხარ. ნურავის ნუ დაუცდი, ნურავისი იმედი ნუ გექნება, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყე და ააგე შენი ასაგები კოშკი”.
* * *
7. „გიფიქრიათ, რა საოცარი მოვლენებია ტირილი და სიცილი?”
* * *
8. „როდესაც რამე გაწუხებს, შეეცადე, ეს საწუხარი გადააქციო სევდად. ამ უკანასკნელშიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სიმძიმე, მაგრამ, მეორეს მხრივ, იგი საყვარელი ბებიას დადუხჭირებული ხელებივით შემოგეფოფინება სულზე”.
* * *
9. „ჩემი ნაწერები ნამცეცებათ გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „კაცობრიობის მთელი თანამედროვე სააგიტაციო ინდუსტრია ემსახურება ერთს – წაგართვას შენი, საკუთარი და გაგხადოს ყველასნაირი, სხვისი”.