სერგეი ნეჩაევი – “რევოლუციონერების” შესახებ წერდა…
“რევოლუციონერი განწირული პიროვნებაა.მას არა აქვს პიროვნული ინტერესი,არ გააჩნია ემოცია,სხვებისადმი ერთგულება,ქონება და სახელი.მასში ყველაფერი შთანთქმულია რევოლუციის მოხდენის ერთადერთ აზრსა და ვნებაში.რევოლუციონერს ეზიზღება ყველანაირი დოქტრინა და მეცნიერება,ის მეცნიერებას მომავალ თაობებს გადაულოცავს. (ავტორი გენია.ჯი) მან მარტო ერთი მეცნიერება იცის – ნგრევის მეცნიერება.მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით სწავლობს ის ქიმიას,ფიზიკას,მექანიკას და შესაძლოა მედიცინასაც… იგი ზიზღით არის განმსჭვალული არსებული სოციალური ზნეობის ყოველგვარი გამოვლინებისადმი.მისთვის ზნეობაა ყველაფერი,რაც რევოლუციის ტრიუმფს ეხმარება,დაუნდობელი საკუთარი თავისადმი,ის დაუნდობელია სხვისადმიც.ყველა ნაზი და სათუთი გრძნობა – მეგობრობა,ნათესაობა,მადლიერება და ღირსებაც კი მასში უნდა შეიცვალოს რევოლუციისადმი მიზანდასახული ვნებით,მისთვის არსებობს მხოლოდ ერთი სიამოვნება,ერთადერთი ჯილდო,კმაყოფილება – რევოლუციის წარმატება… ჩვენი ამოცანაა,მოვახდინოთ საშინელი,მთლიანი,უნივერსალური და ულმობელი ნგრევა…” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. სერგეი ნეჩაევი (1847-1882 წლები) – წარმოადგენდა ცნობილ რუს ნიჰილისტს,რევოლუციონერსა და ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს რუსული რევოლუციური ტერორიზმისა.