ვაჟა ხარანაული – “სიკვდილ-სიცოცხლე-სიყვარულ”

სიკვდილ-სიცოცხლე-სიყვარულ

სამივ ერთფერად ძნელია

სამივეს ხმალი ნაკურთხი

უცვეთელი და მჭრელია

სამივეს გამოხედვაში

ღმერთის სითბო და ფერია

სამივე მარადიულად

 ახალია და ძველია

ვერ წარმოიდგენ ცალ-ცალკე

ერთ სადიდებელს მღერიან.

***

სამივეს შევეწირები

სამივეს ჯვარი სწერია.