მესტრიუს პლუტარქე – “ესქინესა და დემოსთენეს” შესახებ…

მას შემდეგ,რაც ძვ.წ.აღ-ით 336 წლის ოქტომბრის თვეში შეთქმულების შედეგად მოკლულ იქნა მაკედონიის მეფე და ალექსანდრე მაკედონელის მამა – ფილიპე II მაკედონელი,ათენელებმა მყისვე შესწირეს კეთილუწყების მსხვერპლი და დაადგინეს,რომ პავსანია გვირგვინით შეემკოთ.ამავე დროს,უძველესი ათენის და ზოგადად მსოფლიოს სახელგანთქმული ორატორი – დემოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),ხალხის წინაშე ჩინებულ სამოსსა და თავზე გვირგვინშემოდებული გამოცხადდა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ მოვლენამდე შვიდი დღით ადრე,დიდ ორატორს ქალიშვილი გარდაეცვალა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ დემოსთენეს შვილების მიმართ სიძულვილში სდებდა ბრალს გამოჩენილი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე – ესქინე.თუმცა აქვე მინდა მოგახსენოთ,დიდებულიძველბერძენი ისტორიკოსისა დაბიოგრაფის – მესტრიუს პლუტარქეს (56-127 წლები)  შეხედულება დემოსთენეს მიერ გადადგმული,აღნიშნული ნაბიჯის შესახებ.პლუტარქე ესქინეს შესახებ გვამცნობდა,რომ დემოსთენესაგან განსხვავებით,თავად გახლდათ უგვანო და სულმდაბალი,მაშინ როდესაც სევდასა და გლოვას თვლიდა ნაზი და მოყვარული კაცის ბუნების ნიშნად და გმობდა მწუხარების მამაცურად და სიმშვიდით გადატანას.მესტრიუს პლუტარქე წერდა:

“მე ვერ ვიტყოდი,კარგი საქმე იყოს გვირგვინების თავზე ჩამოცმა და მსხვერპლის შეწირვა იმ მეფის სიკვდილის გამო,ვინც თავისი გამარჯვების ჟამს დამარცხებულ ხალხს ლმობიერად და კაცთმოყვარულად მოეკიდა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთან,მკრეხელობა და უგვანო საქციელია,კაცს სიცოცხლეში პატივს სცემდე,თამამოქალაქედ ირჩევდე,ხოლო,როცა იგი სხვამ მოკლა,სიხარულისაგან თავს ვეღარ იკავებდე,გვამს ფეხით თელავდე და ზედ პეანებს მღეროდე,თითქოს თვითონ გადაგეხადოთ საქველმოქმედო საქმენი! თუ დემოსთენემ შინაური უბედურება,ცრემლის ღვრა და გლოვა ქალებს გადაულოცა,ამისათვის მას ვაქებ და ვადიდებ.სახელმწიფოსათვის თავდადებული მამაცური ბუნების კაცის თვისებად და ღირსებად ვთვლი,მუდამ საერთო საქმეს ედგეს მტკიცედ და საკუთარი სევდა-დარდები და საქმენი საზოგადოებას ანაცვალოს.ასეთი ბუნების კაცმა უფრო მეტად უნდა დაიცვას თავისი ღირსება,ვიდრე მეფეთა და ტირანთა განმასახიერებელმა მსახიობებმა,რომელთაც თეატრში ვხედავთ მტირალთ ან მოცინართ მაშინ კი არა,როცა თვითონვე სურთ ტირილი ან სიცილი,არამედ მაშინ,როცა ამას სანახაობის პირობითობა მოითხოვს მათგან.გარდა ამისა,თუკი არა ხამს უბედურებაში მყოფი კაცის თავისი დარდის ანაბარად მიტოვება და საჭიროა,იგი სანუგეშო სიტყვებით გავამხნევოთ და მისი გონება საამო საგნებისაკენ მივმართოთ,აი ისე,როგორც თვალატკივებულებს ურჩევენ,ყოველივე მბრწყინავსა და მკვეთრს მოაცილონ მზერა და იგი მწვანე და ლბილ ფერებზე გადაიტანონ, – სამშობლოს ბედნიერებაზე უკეთეს ნუგეშს აბა ვინ მოიძიებს? თუ საზოგადო წარმატება და შინაური ბედუკუღმართობა ერთმანეთს ენაცვლება,განა უკეთესი ვითარება უარესს არ დაჩრდილავს? მე იძულებული გავხდი,მეთქვა ეს,რაკი დავინახე,ესქინემ თავისი სიტყვით ბევრი ვინმე მოდრიკა და ვითომ თანაგრძნობისათვის გული აუყუჩა”. (ავტორი გენია.ჯი)