მინუციოსის მიმართვა – “ფაბიუს მაქსიმუსს”…
ერთ-ერთი უდიდესი ძველრომაელი პოლიტიკოსი,მხედართმთავარი,ხუთგზის კონსული და ორგზის დიქტატორი – კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსი (ძვ.წ.აღ-ით 275-203 წლები),”მეორე პუნიკური ომის” დროს,ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გახლდათ,რომის მოძულე,ლეგენდად ქცეული კართაგენელი მხედართმთავრის – ჰანიბალ ბარკასი (ძვ.წ.აღ-ით 246-183 წლები).სწორედ ფაბიუსს ეკუთვნის მისი ყველაზე დაუძინებელი მტრის – ჰანიბალის მიმართ წარმოთქმული შემდეგი სიტყვები: “ჰანიბალთან ბრძოლის ერთადერთი გზა არბრძოლა არისო”.გარდა ჰანიბალისა,მის მოწინააღმდეგეთა რიგებში მოიაზრებოდა,თავისი ცინიკური დამოკიდებულებით ცნობილი რომაელი სარდალი – მინუციოსი,რომელმაც ჰანიბალთან ბრძოლის წინ,თავისი მხედრობა,ძირითადი რომაული ლაშქრისაგან განცალკევებით დააბანაკა.აღნიშნული ქმედება ჰანიბალისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მათ პირველი დაარტყა კიდეც.ბრძოლა ჰანიბალის აშკარა უპირატესობით წარიმართა და მისმა მიმდინარეობამ,მამაცი მინუციოსიც კი შეაკრთო. (ავტორი გენია.ჯი) ამ უბედურებაში მყოფ რომაელებს,მაშველად ისევ თავიანთი მხედართმთავარის – ფაბიუს მაქსიმუსის ლეგიონები წამოეშველნენ და გარდატეხაც შეიტანეს მიმდინარე ბრძოლაში.მიუხედავად თავისი ასაკისა,მებრძოლთა შორის მძლავრად მიიკვლევდა გზას ფაბიუსი ზემოთ გორაკზე ალყაში მყოფი მინუციოსისაკენ.ჰანიბალმა,ბრძოლა შეწყვიტა და თავის მხედრობას საყვირით უკან დახევის ბრძანება მისცა.როგორც ერთ-ერთი ისტორიული წყარო გვამცნობს,სწორედ ამ დროს უთხრა ჰანიბალმა,მის ერთ სარდალს: “განა მე წინასწარ არ გეუბნებოდით,რომ მწვერვალებზე დაფენილი ეს ღრუბელი,ქარიშხლის თანმხლებ მძლავრზე მძლავრ წარღვნად გარდაიქცევა-მეთქი?”
ბრძოლის შემდეგ ფაბიუსმა დახოცილ მტრის ჯარისკაცებს იარაღი აჰყარა და უკან დაიხია ისე,რომ მინუციუსზე ერთი ქედმაღლური და ძვირი სიტყვა არ უთქვამს. (ავტორი გენია.ჯი) მინუციუსმა კი შეკრიბა თავის მხედრობა და ამ სიტყვებით მიმართა:
“ჩემო თანამოსაგრენო! შეუძლებელია დიდ საქმეებში ადამიანმა რაიმე შეცდომა არ დაუშვას; მაგრამ კეთილშობილსა და გონიერ კაცს მართებს,შეცდომები მომავლის გაკვეთილად გამოიყენოს.მე ვაღიარებ,რომ ბედზე სამდურავი არ მეთქმის; პირიქით – მადლობელი უნდა ვიყო მისი.ის,რაც დროის ასეთ დიდ მანძილზე არ მესმოდა,დღის მცირე მონაკვეთის წყალობით ვისწავლე: მე შევიგნე,რომ არათუ სხვების გამგებლობა არ ძალმიძს,არამედ თვითონ ვსაჭიროებ სხვის მბრძანებლობას და არ უნდა ვცდილობდე იმ კაცზე გამარჯვებას,ვის მორჩილებაში ყოფნაც უფრო უპრიანია.თქვენი გამგებელი მხოლოდ და მხოლოდ დიქტატორია.მე თქვენ გიწინამძღოლებთ მხოლოდ მისი მადლიერებით და მე ვიქნები პირველი მორჩილი და აღმასრულებელი მისგან მიღებული ყველა ბრძანებისა!”
ამ მიმართვის შემდგომ,ერთ დროს ფაბიუს მაქსიმუსისადმი მტრად მოკიდებულმა რომაელმა სარდალმა – მინუციოსმა,რომაული არმიის წინ – ფაბიუსს მიმართა:
“დღევანდელ დღეს ორი გამარჯვება მოიპოვე,შენ,დიქტატორო: მამაცობით ჰანიბალი დაამარცხე,ხოლო კეთილგონიერებითა და სიკეთით – თანაწინანმძღოლი.პირველი გამარჯვებით გადაგვარჩინე,მეორეთი კი ჭკუა გვასწავლე ჰანიბალისაგან სამარცხვინო,შენგან კი მშვენიერი და მხსნელი დამარცხებით ძლეულებს.მე შენ “კეთილ მამას” გიწოდებ,რამეთუ არ ვუწყი,რომელი შეიძლება იყოს ამაზე საპატიო სახელი.შენგან მონიჭებული წყალობა გაცილებით უფრო დიდია,ვიდრე მამისეული მადლი.მამაჩემმა მხოლოდ მე მიბოძა სიცოცხლე ქვეყნად გაჩენით,შენ კი ხსნა მოგვანიჭე მეცა და ჩემთან ერთად ყველა ამათაც!” (ავტორი გენია.ჯი)
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ,მინუციოსი ფაბიუსს გულმხურვალედ გადაეხვია და აკოცა.ასევე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ ერთმანეთს რომაელი ჯარისკაცებიც.მთელი ბანაკი სიხარულითა და ტკბილზე ტკბილლი ცრემლებით იყო სავსე. (ავტორი.გენია.ჯი)