ტარიელ ჭანტურია – “მიყვარს ქართულად,მძულს ქართულად!”
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,ვწუხვარ ქართულად!
ვმღერი ქართულად,მადლობა ღმერთს ნებადართულად!
შანსი მქონია – არ მომირთხამს ფეხი თათრულად!
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს,ესეც ქართულად!
თარგმნეთ რუსულად,კი ბატონო,თარგმნეთ ფრანგულად,
მაგრამ მე მიყვარს,მე მძულს,მე მწამს,მე ვწერ ქართულად.
მე,ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული,
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული!..