ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…
“როგორც სულიერ მოძღვარს და ექიმს,ასევე პედაგოგსაც არ უნდა ამოძრავებდეს სხვა არაფერი,გარდა უშუალოდ თავისი უპირველესი მიზნისა – ასწავლოს ბავშვებს,გაანათლოს ისინი ისე,რომ მათგან დამოუკიდებელი ადამიანები ჩამოყალიბდნენ,რომელთაც მომავალში შეეძლებათ იცხოვრონ და იაზროვნონ საკუთარი გონებით.ბავშვებთან ურთიერთობაში სხვა მიზნებისკენ სწრაფვა,ცდა იმისა,რომ სკოლა გადააქციო დაშტამპული ადამიანების ფაბრიკაციის საშუალებად,ცალმხრივად გამსჭვალო ისინი გარკვეული იდეებით,თუნდაც უშესანიშნავესით,ნიშნავს იმას,რომ ფაქტიურად სრულიად მოსპო და გაანადგურო სკოლა”.
“ბავშვებს,თუნდაც ოცდახუთწლიანებს – ჩვენ ვეპყრობით ისე,როგორც უკვე დამდგარ მოაზროვნეებს: ჩვენ მათ ვუტენით თავს ნედლი,დაუმუშავებელი მასალებით,ფაქტებით,ციტატებით,სახელებითა და მონაცემებით,ხოლო დასკვნების გამოტანას,მათი მნიშვნელობისა და აზრის გარკვევას ღვთის ნებას ვანდობთ”. (ავტორი გენია.ჯი)
“როგორც ყოველი ადამიანისათვის,ასევე მოსწავლეებისათვისაც საკმარისი არაა მხოლოდ ცოდნა,რა სწორადაც და მეთოდურადაც არ უნდა აწოდებდნენ მას.გარდა ამისა,ადამიანის ბუნება თხოულობს,აგრეთვე,ცხოვრებისადმი,მოღვაწეობისადმი ინტერესის გაღვივებას,ცხოვრების იდეალების გამომუშავებას,ერთი სიტყვით,ადამიანში ზნეობრივი პიროვნების ჩამოყალიბებას.დაანახეთ მოსწავლეებს აღზრდის პირველსავე წლებში მაღალი მოწოდება,რომელიც მას ცხოვრებაში ელის,გადაუშალეთ წმიდათაწმინდა ამოცანები მისი მომავალი მოღვაწეობისა,გამოიწვიეთ მასში უანგარო შრომის სურვილი,აჩვენეთ ამ ბრძოლის მთელი სიძნელე,რაც ცხოვრებაში ელის და დაუმტკიცეთ,რომ ამ ბრძოლაში მხოლოდ მას შეუძლია გამარჯვება,ვინც ისწავლა საკუთარი ინსტიქტების დათრგუნვა და საკუთარი ბუნების ალაგმვა და თქვენ დაინახავთ მაშინ,რომ იმ ახალგაზრდების ნაცვლად,რომლებიც შეგნებულად ტკბებიან ყოველგვარი სიამოვნებით,თქვენ აღზრდით მტკიცე ნებისყოფის ადამიანებს,რომლებსაც შეეძლებათ თავის დაჭერა და ემახსოვრებათ,რომ კეთილსინდისიერი ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი,რაც გაცილებით უფრო წმინდაა,ვიდრე პირადი სიამოვნება და ნეტარება.ეს ის ნეტარებაა,რასაც ადამიანს ანიჭებს საზოგადოების,სამშობლოსა და სახელმწიფოსათვის თავდაუზოგავი შრომა.მანამდე,სანამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,უფლება არ გვაქვს ჩვენი დანაშაული სხვას გადავაბრალოთ”. (ავტორი გენია.ჯი)