რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას რომაელი მისნები მკითხაობისას – “ძერას”…

დიდი ძველბერძენი მწერლის, მითოგრაფისა და ლოგოგრაფის – ჰეროდორე პონტოელის (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე) ცნობის თანახმად, ძველი რომაელი მისნები ფრთოსან ფრინველებზე მკითხაობის ჟამს ყველაზე დიდ უპირატესობას ძერას ანიჭებდნენ.მართლაც,ძერა ყველაზე უვნებელია სულდგმულთა შორის,იგი არასოდეს ზიანს არ მიაყენებს იმას,რასაც ადამიანი თესავს,რგავს ან აძოვებს,იკვებება მხოლოდ და მხოლოდ ლეშით: არ კლავს და არ ვნებს არც ერთ ცოცხალ არსებას,ხოლო ფრინველს მკვდარსაც კი არ მიეკარება თვისტომობის გამო; ეს მაშინ,როდესაც არწივი,ბუ და ქორი თავიანთ მოძმეთაც კი მტრობენ და ცოცხლად გლეჯენ. (ავტორი გენია.ჯი) აკი ესქილეც ამბობს:

განა ფრთოსანი უმანკოა,როს სხვას ფრთოსანს ჭამს?

გარდა ამისა,აღსანიშნავია ისიც,რომ სხვა ფრინველები,ასე ვთქვათ,თვალში გვეჩხირებიან,მათი დანახვა ყოველთვის შეგვიძლია,ძერა კი ძვირად სახილველია და ძნელად თუ იპოვით კაცს,ვინც მის ბარტყებს წაწყდომოდეს.მესტრიუს პლუტარქეს ცნობების თანახმად,ყველაფერმა ამან რომაელებს უცნაური აზრი შთააგონა,თითქოს ძერები რომში შორიდან,უცხო ქვეყნიდან მოფრინავდნენ.ძველრომაელი მისნები კი,თავის მხრივ,ფიქრობდნენ,რომ ეს ზებუნებრივი მოვლენაიყო,რომელშიც უზენაესი განგების ძალა ჩანდა. (ავტორი.გენია.ჯი)