ედუარდ სტოურტონი – იოანე პავლე II-ეს შესახებ წერდა…

“ყველასათვის ცნობილია,რომ იოანე პავლე II პარადოქსული ფიგურა იყო; იგი უარყოფდა ყოველგვარ იდეოლოგიურ ჩარჩოებს და ამით აბნევდა როგორც მომხრეებს,ისე მოწინააღმდეგეებს. (ავტორი გენია.ჯი) როგორ შეეძლო მას,დასავლეთ ევროპაში თავისუფლებისათვის ყველაზე დაუცხრომელ მებრძოლს,საკუთარ ეკლესიაში “კუდიანებზე ნადირობა” გამოეცხადებინა,შეუბრალებლად ამოეძირკვა ყოველგვარი განსხვავებული აზრი? როგორ შეეძლო ადამიანს,რომელმაც თავის თავზე გამოცადა 1930-იანი წლების ნაცისტური აგრესია,სიცოცხლის ბოლომდე პაციფისტად დარჩენილიყო და XXI საუკუნის უდიდესი მშვიდობისმყოფელის სახელი მოეხვეჭა? დასასრულ,როგორ უნდა შეათავსო მის მიერ აშკარად ნაქადაგები,აკადემიურობით შეფერილი ინტელექტუალიზმი იმ ადამიანის სახესთან,რომელიც თაყვანს სცემდა უბრალო გლეხს,საეკლესიო სიწმინდეებს და მიდრეკილ იყო მისტიციზმისაკენ? როგორ მოხდა,რომ მარქსიზმის შეურიგებელი იდეოლოგიური მტერი კაპიტალიზმის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად მოგვევლინა? ან ადამიანი,რომელიც ურთიერთობების თანამედროვე მეთოდებს საკმაოდ ოსტატურად ფლობდა,როგორ აღმოჩნდა იმ ინსტიტუტის ყველაზე ანაქრონისტული წესების მიმდევარი და დამცველი,რომელსაც თავად მეთაურობდა? ჩამოთვლა შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ,თუმცა ნათელია,რომ თითოეული პუნქტის უკან დგას პარადოქსული პიროვნება,რომელსაც კაცობრიობის სიყვარული ამოძრავებს,მაგრამ ბოლომდე მაინც იმ დოქტრინების ერთგული რჩება,კაცობრიობას ხანდახან ტანჯვას რომ მოუვლენენ ხოლმე”. (ავტორი გენია.ჯი)