თენგიზ ეპიტაშვილი – “ავღანეთში არსებული უმაგალითო მარმარილოს სვეტის” შესახებ წერდა…
“საოცარი ქვეყანაა ავღანეთი.ის თავისი დიდი ისტორიული ტრადიციებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით დღესაც ანდამატივით იზიდავს ყველა ჯურის დამპყრობელს.თუმცა,ყველა მათგანმა შესანიშნავად იცის,რომ “დანაღმული უდაბნოს” თავისუფლებისმაყვარე ხალხის დამორჩილება უბრალო საქმე სულაც არაა. (ავტორი გენია.ჯი) ეს რომ ასეა,გავიხსენოთ სპარსელები,ბრიტანელები და რუსები… მათ ხომ ეს ჩანაფიქრი სამარცხვინოდ დაასრულეს.
ვინც მის ისტორიულ ბრძოლებში სახელი გაითქვა,ეს სპარსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი ქართველები იყვნენ,რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში მიერეკებოდა “ტლანქი ძალა” იმ შორეულ უდაბნოში.
პაკისტანის საზღვრიდან ავღანეთის მეორე დიდ ქალაქ ყანდაარამდე 900 კილომეტრია.ქალაქამდე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უცნაური,მსოფლიოში უმაგალითო ძეგლი დგას.ეს არის მარმარილოს უზარმაზარი,ძველთაძველი სვეტი,რომელსაც ამშვენებს ასევე უმაგალითო წარწერა:
“მგზავრო,წამით შეჩერდი და იცოდე – ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა,მაგრამ საბოლოოდ ვერავინ დაიპყრო დღემდე,ალაჰის ნებით! მხოლოდ სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება…”
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს,იქვე ახლოს ამ სამი დამპყრობლის სიმბოლური საფლავებია.ვერ გეტყვით,რატომ,მაგრამ ავღანელები გასაოცარ პატივს მიაგებენ “ღირსეულ მტერთა” საფლავებს.რასაკვირველია,დიდი ხანია ჩაიარა ისკანდერის “ატეხილმა გრიგალმა’,დრომ ულმობლად წაშალა მათი ცხენების ნაფლოქვარი,მაგრამ ძლიერი მტრის ხსოვნა მაინც დარჩა წერა-კითხვის უცოდინარ ავღანელთა გონებაში.ისინი თაიობებს გადასცემენ ტყუილს და მართალს,იმის შესახებ,რომ ავღანეთის აურაცხელ მტერთაგან სწორედ ამ სამმა ვაჟკაცმა უბრძანა თავის ჯარს: გაეთავისუფლებინათ ტყვეები,ხელი არ ეხლოთ ქალ-ბავშვთა და მოხუცთათვის.ისე აეკრიფათ ალაფი,რომ ოჯახისათვის უკანასკნელი ლუკმა არ წაერთმიათ”.
ზემოაღნიშნულ,უმაგალითო მარმარილოს სვეტზე გამოსახული სამი დაუმარცხებელი სარდალი გახლავთ: ალექსანდრე მაკედონელი,ჩინგიზ ყაენი და… გურჯი გიორგი!
P.S. გურჯი გიორგი (გურგენ-ხანი) – წარმოადგენდა ქართლის მეფეს გიორგი XI-ს,ძეს ვახტანგ V-ისა,რომელსაც ასევე მინიჭებული ჰქონდა ქართლის და ირანის სპასალარის,ყანდაგარის ბეგლარბეგის,გიშკირის ბატონის ტიტულები.გურჯი გიორგი,დეხი-შეიხში ავღანელებმა 1709 წლის 31 აპრილს,ყანდაღარის მირ-ვეისის ხელმძღვანელობით,ვერაგულად ღალატით მოკლეს.მას შემდეგ,რაც მათ გიორგის მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი იხილეს,ორგულობის საბუთად გამოიყენეს და ისპაჰანში,ირანის შაჰს გაუგზავნეს.აღსანიშნავია ის,რომ ისტორიამ შემოგვინახა ერთ-ერთი ავღანელი ბელადის გამონათქვამი,რომელითაც მან თანამემამულეებს მიმართა:
“ის იყო ერთადერთი კაცი,რომელმაც ღირსეულად დაიმსახურა მეომრის სახელი… ირანელთა შორის”. (ავტორი გენია.ჯი)