ბიძინა ჩოლოყაშვილის მიმართვა ქსნის ერისთავებს…
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,მარტოდ მიმავალ ერთ კახელ ხუცესს გზად რამდენიმე თურქმანი შემოჰყროდა.”მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვიეს საქმე სიბილწისა,რომელ არს ცოდვა სოდომური, და განუტევეს”.წამოვიდა მღვდელი დუშეთს,მივიდა ზაალ ერისთავთან,დაუჩოქა,უამბო თავს გადახდენილი და უთხრა:
“და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე,ვინათგან შენდა რწმუნებულ არს კახეთი”…
ამ საშინელმა და გამაოგნებელმა ფაქტმა ქართველები სასტიკად აღაშფოთა და მათ მიზნად დაისახეს: “ან შურისძიება,ან სიკვდილი”, – რის შემდეგაც გამალებული მზაობა იწყეს დამპყობლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ქართველი მამულიშვილი – ბიძინა ჩოლოყაშვილი,ქსნის ერისთავების – შალვასა და ელიზბარის მიმართ მიწერილ წერილში წერდა:
” – ხომ ხედავთ ჩვენს უბედურებას და განსაცდელს,კახეთის მწარე აოხრებას და ქრისტიანობის ძირფესვიანად აღმოფხვრას.დღეს ჩვენს თავს არის მოწეული უბედურება,მალე კი უეჭველად თქვენც დაგატყდებათ თავს განსაცდელი.მოდით,ავუმხედრდეთ,თუმცა დაუჯერებელია ჩვენი გამარჯვება,მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ,რომ შევძლებთ ამას ჩვენი დამბადებელი ღმრთის ძალითა და შემწეობით,ცხოველმყოფელი ჯვრის წინაგაძღოლით და გაძლიერებით,წმინდა გიორგის თანადგომით.იქნებ ინებოს ღმერთმა და გავაქციოთ ისინი,ან გავწყდეთ მისი სახელისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ქრისტემ ჩვენთვის დადგა თავი და რა გასაკვირია,რომ ჩვენც დავდვათ თავი მისთვის და ჩვენი ძმებისთვის,გავწყდეთ მისი სახელისათვის.რიცხობრივად ისინი ბევრად მეტნი არიან ჩვენზე,ჩვენ კი მცირენი ვართ,არ გვყავს მთავარი და წინამძღვარი,არ გაგვაჩნია მხედართა მწყობრი და იარაღი.მაგრამ თუ ღმერთი ინებებს,ერთი კაცი გააქცევს ათასეულებს და ორი – ათი ათასებს.თუ ღმერთი არ მოისურვებს ჩვენს გამარჯვებას,მაშინ ისღა დაგვრჩენია,რომ გავწყდეთ მისი სახელისათვის”.
ბიძინა ჩოლოყაშვილის აღნიშნულ მიმართვას,დიდი ქართველი მამულიშვილების ქსნის ერისთავების – შალვას და ელიზბარის თანხმობა მოჰყვა.მათი მეთაურობით აჯანყებულმა ქართველებმა 1659 წელს,მუსრი გაავლეს სპარს დამპყრობლებს და დიდებული გამარჯვება მოიპოვეს რიცხვმრავალ მტერთან. (ავტორი გენია.ჯი)