ნაპოლეონ ბონაპარტისათვის მირთმეული უცნაური ძღვენი…

1815 წლის მარტის თვეში,მას შემდეგ,რაც ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები) ელბიდან ტრიუმფალურად დაბრუნდა,მისი მომხრეები სხვადასხვა ქალაქებში დიდი და ხმაურიანი დემონსტრაციებით დაუხვდა.საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გრენობლში მაცხოვრებელმა მუშებმა კი,გადაწყვიტეს ნაპოლეონისათვის სიმბოლურად ქალაქის გასაღები გადაეცათ.თუმცა,მათ ქალაქის გასაღები ვერ მოიძიეს,რის შემდეგაც საფრანგეთის იმპერატორს ქალაქ გრენობლის “მთავარი ჭიშკარი” მიართვეს. (ავტორი გენია.ჯი)