ექსპერიმენტი მცირეწლოვან კანონდამრღვევებზე…
საყოველთაოდ ცნობილია,რომ XVIII საუკუნის ინგლისში ძალიან იმატა პატიმრების რაოდენობამ.მთავრობამ,ციხეების გადატვირთვის გამო მიიღო გადაწყვეტილება,ნაწილი მსჯავრდებულებისა – “მცურავ ციხეებში” გადაეყვანათ.თავის მხრივ კი,”მცურავ ციხეს” წარმოადგენდა ინგლისის ფლოტილიის სამხედრო გემები,რომლებზეც პატიმრებს სასჯელის ამოწურვამდე ამსახურებდნენ.ყოველი ასეთი სამხედრო გემი მდინარე ტემზის სანაპიროებთან იყო განლაგებული. (ავტორი გენია.ჯი)
საუკუნეების გასვლის შემდეგ ასეთივე მეთოდი ცივილიზირებულ დიდ ბრიტანეთშიც დაინერგა,თუმცა ბევრად ჰუმანური პრინციპების შესაბამისად.კანონდამრღვევ მცირეწლოვანთა გამოსასწორებლად რიგმა ბრიტანელმა კრიმინალისტებმა და მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ისინი გამოსასწორებელი ბანაკების ნაცვლად არასრულწლოვანებს ისეთ გემებზე ანთავსებდნენ,სადაც დაცვა არ ჰყავდათ.მიუხედავად ამისა,მათთვის გაქცევა მაინც წარმოუდგენელი რამ გახლდათ.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ადგილი დამნაშავეებისთვის კი არა,უფრო რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებელთათვის იყო ზედგამოჭრილი.ეს გახლდათ – გემი,სადაც მათ არავინ ავალდებულებდა არც ფიზიკურ სამუშაოებს და არც შიდაგანაწესის დაცვას.გარდა ამისა,გემზე სხვადასხვა ჟანრის წიგნებისაგან შემდგარი შესანიშნავი ბიბლიოთეკაც იყო დავანებული.უსაქმოდ მყოფი კანონდამრღვევი ბავშვებისათვის კი,წიგნების კითხვა დროის გაყვანის დიდებულ საშუალებას წარმოადგენდა.
ექსპერიმენტის ავტორები ირწმუნებოდნენ,რომ ასეთი ჰუმანური მიდმომა კანონდამრღვევ-მცირეწლოვანთა აზროვნებაზე ბევრად უფრო დადებითი შედეგების მომტანი იყო,ვიდრე გამოსასწორებელი სახელმწიფო დაწესებულებები. (ავტორი გენია.ჯი)