ალექსანდრე დიუმა (უფროსის) “პანთეონიზაცია”

2002 წლის 2 ნოემბერს,გენიალური ფრანგი მწერლის,დრამატურგისა და ჟურნალისტის - ალექსანდრე დიუმას (1802-1870 წლები),დაბადებიდან 200 წლისთავი სრულდებოდა.სწორედ ამიტომ,საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა,კიდევ ერთხელ მიეგო პატივი მისი ხსოვნისათვის და მისი ნეშტი ვილერ-კოტრედან “პარიზის პანთეონში” გადაესვენებინათ.დიუმა იმ სასახლიდან გამოასვენეს,სადაც სიცოცხლის ბოლოს მევალეებს ემალებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სუდარაზე ოქროსფერი ძაფით ამოექარგათ: “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის”.კატაფალკი ყოველ 500 მეტრში ჩერდებოდა.კუბოს უკან მწერლის პერსონაჟების ტანსაცმელში გამოწყობილ 3 000 მსახიობს შავ ცხენებზე ამხედრებული მუშკეტერები მისდევდნენ.მათ უკან გვარდია და სპეციალური საზიდრები მიჰყვებოდნენ,რომელშიც დიუმას პიესებიდან ნაწყვეტებს დგამდნენ.მთელი გზა ხელში ატაცებული ატარეს დიდი ფრანგი მწერლის კუბო.

პანთეონში,რომლის კარიბჭის თავზე წარწერილია: “დიდ ადამიანებს,მადლიერი სამშობლო”, – ადგილის დამკვიდრება საფრანგეთის ყველაზე დიდი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა იმ ღირსეული შვილების მიმართ,რომელთაც ერის აღიარება მოიპოვეს.პანთეონის სიახლოვეს ორი ტრიბუნა გამოჰყვეს,ერთი სტუმრებისთვის,მეორე – მთავრობისთვის.ბოლოს სიჩუმემ დაისადგურა და როდესაც მოედანზე კუბოს თავი გამოჩნდა.ნელ-ნელა ერთი წამოდგა,შემდეგ მეორე მიჰყვა და მთელი ტრიბუნა წამოიშალა.გაისმა ფლოქვების ხმა და პანთეონის უკანა მხრიდან თეთრ ცხენზე ამხედრებული მულატი ქალიშვილი გამოჩნდა,როგორც სახე და სიმბოლო საფრანგეთისა,რადგან დიუმას მამა ნაპოლეონის არმიის შავკანიანი გენერალი იყო,ბებია კი ზანგი მონა.სწორედ ალექსანდრე დიუმას,პარიზის პანთეონში გადასვენების შემდეგ დამკვიდრდა ახალი სიტყვა – “პანთეონიზაცია”,რაზეც ფრანგი ჟურნალისტები იცინოდნენ, – დიუმა სიკვდილის შემდეგაც ახალ სიტყვებს იგონებსო.”პარიზის პანთეონში”,გარდა ალექსანდრე დიუმასი განისვენებენ ისეთი გენიოსი ფრანგები,როგორებიც იყვნენ – ვოლტერი,ჟან-ჟაკ რუსო,ჟოზეფ მარი ვიენი,ვიქტორ-მარი ჰიუგო,ემილ ზოლა და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)