ამერიკის შეერთებული შტატების გერბის შესახებ…

ამერიკის შეერთებულ შტატებს ექვსი წელი და სამი კონტინენტალური კონგრესის კომიტეტი დასჭირდა იმისათვის,რომ საბოლოო სახე მიეღო ამ დიადი ქვეყნის გერბს.კომიტეტებში გაწევრიანებული იყვნენ,ისეთი დიდი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწეები,როგორებიც გახლდნენ – ბენჯამინ ფრანკლინი,ჯონ ადამსი და ტომას ჯეფერსონი.თუმცა მათ მიერ შეთავაზებული გერბის ესკიზების ვერსიები,უარყოფილ იქნა კონგრესის მიერ.საბოლოო ჯამში,1782 წელს კონგრესის მდივანმა – ჩარლზ ტომპსონმა კონგრესს შესთავაზა ადრე შემოთავაზებული ვერსიებიდან აღებული ელემენტებისაგან შემდგარი გერბის სახე,რომელიც მოწონებულ იქნა.ამერიკის შეერთებული შტატების გერბი დამტკიცებულ იქნა 1782 წლის 20 ივლისს.გერბზე გამოსახულ არწივს ერთი ფეხით ისრების კონა უჭირავს,რაც მის სამხედრო სიძლიერეზე მიუთითებს,ხოლო მეორე ფეხით – ზეთისხილის ტოტი,რაც მის მშვიდობისმოყვარეობის მიმანიშნებელია.თავად ამერიკელთა რწმენით,პრიორიტეტი მაინც მშვიდობისმოყვარეობას ენიჭება,რადგან არწივს თავი ზეთისხილის ტოტის მხარეს აქვს მიბრუნებული.აღნიშნული გერბი,პირველად ოფიციალურად გამოყენებულ იქნა ჩარლზ ტომპსონის მიერ 1782 წლის 16 სექტემბერს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გერბზე გამოსახულ არწივს,1898 წელს ამერიკისა და ესპანეთის ომის მიმდინარეობისას თავი ისრებისკენ ჰქონდა შებრუნებული,ისევე როგორც სხვა ომების პერიოდებში. (ავტორი გენია.ჯი)