იცით თუ არა,რომ
1. ”ტურინის სუდარას” – (ქრისტეს სუდარა),რომელიც დაცულია ტურინის საკათედრო ტაძარში,ოცი წლის განმავლობაში შეისწავლიდა,საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი ექიმი და ექსპერტი – მანუელ გარსია ველასკესი,რომლის დასკვნის თანახმადაც,მაცხოვარს სხეულზე,სულ მცირე,ექვსასი სხვადასხვა დაზიანება და სისხლდენა აღენიშნებოდა.
2. ცნობილი ამერიკელი რელიგიური აქტვისტი და სოციალური რეფორმების მქადაგებელი – ედვარდ პალმერი (1802-1886 წლები),რომელიც ავტორია ისეთი გახმაურებული ნაშრომისა,როგორიცაა – “ფულის საწყისი და ბოროტი გავლენა”,კატეგორიულად მოითხოვდა და ქადაგებდა “ფულის” საეთოდ გაუქმებას და “ბარტერული ეკონომიკის” შექმნას. (ავტორი გენია.ჯი)
3. ”დიდი აფეთქების თეორიის” მიხედვით სამყარო წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინათ 10-43 წამში (პლანკის დრო).
4. „თუ ტყვიები ნაწილებად დამგლეჯენ,ვფიქრობ, ეს საუკეთესო სიკვდილი იქნება”, – აცხადებდა თავისი ექსცენტრიული ხასიათით ცნობილი ამერიკელი მწერალი – ამბროზ ბირსი (1842-1914 წლები).როგორც ერთ-ერთი წყაროდან ხდება ცნობილი,იგი მექსიკელმა ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს,რა დროსაც იდგა და იცინოდაო.
5. ქრისტიანთა წმინდა წიგნი – “ბიბლია”,სრულყოფილად (როგორც “ძველი აღთქმა”,ასევე “ახალი აღთქმა”) მსოფლიოს სამას სამოცდაექვს ენაზეა ნათარგმნი. “ახალი აღთქმა” ცხრაასოცდარვა ენაზე,ხოლო ბიბლიის ცალკეული ნაწილები კი ცხრაასთვრამეტ ენაზე.საერთო ჯამში – “ბიბლია” სრულყოფილად თუ არასრულყოფილად – 2212 ენაზეა ნათარგმნი. P.S. ცნობისთვის: დედამიწაზე სულ ექვსი ათასამდე ენაა გავრცელებული.
6. პირველი ადამიანი,რომელსაც 1901 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია”,გახლდათ შვეიცარიელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე – ჟან ანრი დიუნანი (1828-1910 წლები),რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო იმისათვის რომ,1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში დააარსა შვეიცარული ორგანიზაცია – “წითელი ჯვარი”,რომელიც შემდეგში საერთაშორისო “წითელი ჯვრის” ორგანიზაციად გადაიქცა.
7. ძველრომაელთა ოჯახებში – მამას დიდი და განსაკუთრებული ძალაუფლება ჰქონდა მინიჭებული.რომაული კანონმდებლობის მიხედვით,ყოველ ოჯახში მთავარი მამაკაცი იყო და მას – “პატერფამილიასს”,ანუ “ოჯახის მამას” უწოდებდნენ.
8. ძველ ეგვიპტეში,მამაკაცები და ქალები თვალებს იხატავდნენ.თვალის საღებავს ისინი – “კოლს” უწოდებდნენ და იგი მზადდებოდა სხვადასხვა მინერალებისა და ზეთისგან.ეგვიპტელებს სწამდათ რომ,კოლს ის მაგიური ძალა ჰქონდა,რომელიც სამკურნალო თვისებებს გამოყოფდა.კერძოდ,შეეძლო მხედველობის ნაკლის გამოსწორება და თვალის ინფექციათა განკურნება.
9. დიდი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი ქალი – აგატა კრისტი,”დისგრაფიით” (წერის უნარის დარღვევა,რომელიც არ არის დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან) იტანჯებოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ყველა მისი ნაწარმოები,კარნახით არის დაწერილი. (ავტორი გენია.ჯი)
10. ახალგაზრდობაში,გენიალური ამერიკელი მწერალი – უილიამ ფოლკნერი,ფოსტალიონად მუშაობდა და სამსახურიდან იმის გამო გააძევეს,რომ ზოგჯერ ადრესატის ძებნა ეზარებოდა და წერილებს ნაგვის ურნაში ყრიდა.