ტერენტი გრანელი – “რკალიდან: კვირის წირვები”
თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებნ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ,თბილისსი,ტვით მათხოვარს შევეცოდები.
***
მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს
წვიმის ლანდებში ვიმალები რამის ოცნებით,
ო,ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.
***
ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი – ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.
***
კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო,ვიყრი მუხლებს,სინანულით შენ გევედრები,
მე გაჭირვებულს და საცოდავს,ღმერთო,შემინდე!