რატომ დაასრულა სიცოცხლე სუიციდით – “როდოსის კოლოსის” ავტორმა?
ქარეს ლინდოსელი – დაიბადა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ როდოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უძველეს ქალაქ ლინდოსში.იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მოქანდაკესა და არქიტექტორს,რომელმაც სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ისტორიაში ადგილი,როგორც “მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან” ერთ-ერთის – “როდოსის კოლოსის” ავტორმა და ამგებმა.ცნობილია ის გარემოება,რომ ქარესი,ძველბერძნული კლასიკური ქანდაკების “ტრიადის” უდიდესი წარმომადგენლის – ლისიპეს მოსწავლე გახლდათ და სწორედ მასთან დაეუფლა ხელოვნების ამ ულამაზეს დარგს. (ავტორი გენია.ჯი) ძვ.წ.აღ-ით 305 წელს მაკედონიის მეფე – დემეტრე I პოლიორკეტესი,რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება დიადოხებთან ბრძოლას მიუძღვნა,კუნძული როდოსი თავის არმიასთან ერთად ალყაში მოაქცია.სწორედ ამ პერიოდში შესთხოვეს როდოსელებმა ძველბერძნულ მზის ღმერთს – ჰელიოსს დახმარება და იმ შემთხვევაში თუკი ალყა მოიხსნებოდა,მისივე უზარმაზარი მოცულობის მქონე ქანდაკების აღმართვას დაჰპირდნენ.მას შემდეგ,რაც როდოსზე ალყა დასრულდა,მოსახლეობამ დაიწყო ფინანსების შეგროვება,როდოსში უზარმაზარი ქანდაკების ასაგებად. ძვ.წ.აღ-ით 292 წელს,მათ მოახერხეს თანხების მობილიზება და იმისათვის,რომ ჰელიოსის გრანდიოზული ქანდაკება შეექმნათ,მოიწვიეს კუნძულ როდოსზევე მაცხოვრებელი უდიდესი მოქანდაკე ქარეს ლინდოსელი.მას შემდეგ,რაც ქარესს როდოსელებმა ქანდაკებისათვის ასაგები ფული გადასცეს,უთხრეს: “აგვიგე გრანდიოზული ბრინჯაოს ქანდაკება.ჩვენ გვსურს,რომ ქანდაკების სიმაღლე ადამიანის სიმაღლეზე 10-ჯერ მეტი იყოს!” (ეს კი დაახლოებით 18 მეტრი სიმაღლის ტოლფასი გახლდათ).ქარესმა,როდოსელებს სიტყვა მისცა,რომ მართლაც არ დაზოგავდა ძალებს და ჰელიოსის უზარმაზარ ქანდაკებას აღმართავდა მშობლიური როდოსის კუნძულზე. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ როდოსელმა შემკვეთებმა,ქარესის მიმართ ცბიერება გამოიჩინეს,რადგან რამდენიმე ხანში უთხრეს,რომ მათ გადაიფიქრეს ქანდაკების ის ზომები,რომელიც პირველად იქნა შეკვეთილი და კიდევ უფრო დიდი ზომის ქანდაკების აგება სურდათ.მიუხედავად იმისა,რომ როდოსელებმა ქარესს აღნიშნული სამუშაოსათვის ფული დაუმატეს,ეს არ გახლდათ იმ ოდენობის თანხა,რაც ქანდაკების შექმნისათვის იყო საჭირო.ამიტომ,ქარეს ლინდოსელს თავად მოუწია კოლოსალური ვალების აღება ახლობლებისაგან,მეგობრებისაგან და ნათესავებისაგან.გარდა ამისა,დიდი ოდენობით თანხა აიღო საკუთარი ოჯახიდანაც.მიუხედავად სირთულეებისა,ქარესმა,ქანდაკებაზე მუშაობის დაწყებიდან 12 წლის გასვლის შემდგომ (ძვ.წ.არ-ით 280 წელს),კუნძულ როდოსზე ააგო “მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან” ერთ-ერთი,ჰელიოსისადმი მიძღვნილი – “როდოსის კოლოსი”,რომელიც მარმარილოს უზარმაზარ კვარცხლბეკზე იდგა და რომლის სიმაღლეც 37 მეტრს შეადგენდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უზარმაზარ ვალებში ჩავარდნილმა გენიალურმა მოქანდაკემ – ქარეს ლინდოსელმა,რომელსაც არანაირი საშუალება აღარ გააჩნდა ვალების გასტუმრებისა,სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და სიცოცხლე (ქანდაკების სრულყოფის წელსვე ძვ.წ.აღ-ით 280 წელს) სუიციდით დაასრულა.”როდოსის კოლოსი” კი აგებიდან 56 წლის შემდეგ,როდოსზე მომხდარმა მიწისძვრამ მიწასთან ისე გაასწორა,რომ კაცობრიობას მისი მცირე ნაწილიც კი არ შემორჩა. (ავტორი გენია.ჯი)