ვახუშტი კოტეტიშვილი – “ფერეიდნელი ქართველების” შესახებ წერდა…
“ნოსტალგიის განცდა ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა ყოველი ნორმალური ადამიანისათვის.კაცს,რომ უცხოეთში სამშობლო ენატრებოდეს,სადაც სიყრმე და სიჭაბუკე გაუტარებია,რა გასაკვირია?! მაგრამ გენატრებოდეს ქვეყანა,რომელიც არც შენ გინახავს და არც შენს მამასა და პაპას,ეს კი მართლაც უჩვეულოა და ძნელად ასახსნელი.მით უმეტეს,როცა შენს ისტორიულ სამშობლოსგან ოთხი საუკუნე გაშორებს.ეს არის ალბათ გენეტიკური ნოსტალგია,მემკვიდრეობითი სევდა,თაობიდან თაობაში გადასული და ვერდავიწყებული,დროსა და სივრცესთან ჯიუტი ჭიდილი ასწლეულების მანძილზე”. (ავტორი გენია.ჯი)