“კოტჯები”

“კოტჯები” - წარმოადგენს კორეულ ტერმინს,რომლითაც მოიხსენიებენ ჩრდილოეთ კორეაში მაცხოვრებელ უსახლკარო და შიმშილის პირას მყოფ ბავშვებს.სიტყვა-სიტყვით აღნიშნული ტერმინი ითარგმნება,როგორც – “ყვავილებით მკვებავები”.ერთ-ერთი ბუდისტური,ადამიანის უფლებების დაცვითი ორგანიზაცია “კეთილი მეგობრები” იუწყება,რომ ჩრდილოეთ კორეაში “კოტჯებთა” უმეტესობა დღეში ერთადერთხელ იკვებება და ისიც,მხოლოდ ბოსტნეულითა და სხვადასხვაგვარი ბალახეულობით. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ მიზეზით წარმოდგება მათი სახელწოდებაც – “ყვავილებით მკვებავები”.შიმშილი ბავშვებში,უპირველესი წყაროა ათასგვარი დაავადებისა,რომლებიც საბოლოო ჯამში,სამწუხაროდ,ფატალური შედეგებით სრულდება კიდეც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჩრდილოეთ კორეაში სწორედ შიმშილი აიძულებს ბავშვებს ჯგუფურად მათხოვრობასა და ქურდობას,რაც ესოდენ ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ კორეის მოზარდ თაობებში.აღნიშნული ტერმინის “კოტჯები”-ს გამოყენება უმკაცრესად არის აკრძალული,თავად ჩრდილოეთ კორეაში და ამ სიტყვების ოფიციალურ პუბლიკაციებში მოხსენიებაც,კი ავტორს დიდი პრობლემების წინაშე აყენებს.ჩრდილოეთ კორეის მთავრობა კი დღემდე უარყოფს ყოველგვარი “კოტჯების” არსებობას მათ ტერიტორიაზე.ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო,ტერმინი “კოტჯები”,მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს გარეთაა გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი)