რევაზ ინანიშვილი – “სტალინის” შესახებ წერდა…
“როდესაც მეკითხებიან,იყო თუ არა სტალინი დიდი ადამიანი,მე ჯერ ამის დაზუსტებას მოვითხოვ: რა არის საერთოდ დიდი ადამიანი.თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს,დიდ ადამიანებად (სადაც არ უნდა იყოს ის,პოლიტიკაში იქნება თუ ხელოვნებაში) ითვლებოდნენ ისინი,ვინც მეტ და მეტ ადამიანს მოიქცევდნენ თავისი გავლენის ქვეშ.არავინ კითხულობს,რა საშუალებით,მთავარია – ვინ მეტს.დიდი ადამიანები ჰქვიათ ჰომეროსსა და ალექსანდრეს,ფირდოუსს და ჩინგიზს,რუსოს და ნაპოლეონს… აქედან გამომდინარე,სტალინიც დიდი ადამიანია.მას ისტორია ხელისგულზე ატარებს,სხვას რომ თავი დავანებოთ,მხოლოდ იმის გამოც კი,მილიონობით თანამოძმის სისხლი რომ აწევს კისრად.ისტორიას ხომ სუსტი ადამიანები ადგენენ (წერენ).სუსტ ადამიანებს კი საოცრად უყვართ სწორედ ასეთი რამეები,როცა ვიღაცა ვიღაცას თრგუნავს და სხვა”. (ავტორი გენია.ჯი)