“ლუდის წყალდიდობა ლონდონში”
ლონდონი დაარსების დღიდან არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა ფართომაშტაბიანი სტიქიების მსხვერპლი,თუმცა რაც 1814 წელს ქალაქში მოხდა,ანალოგი არ გააჩნია.ლონდონში არსებული St.Giles-ის ქუჩა,რომელიც დღესდღეობით საკმაოდ პრესტიჟული რაიონის ნაწილს წარმოადგენს,დაახლოებით 200 წლის წინ,საყოველთაოდ ცნობილი გახლდათ,როგორც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი და მივარდნილი უბანი.შესაბამისად იქ ცხოვრობდნენ ლონდონის ყველაზე ეკონომიკურად შეჭირვებული მაცხოვრებლები,რომლებიც სარდაფებში უკიდურეს სიღარიბეში სულდგმულობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,სწორედ იქვე გახლდათ განთავსებული მრავალი სახელგანთქმული ლუდის მწარმოებელი ქარხნები და ლუდსახარშები,რომლებსაც საკუთარივე ლუდის ბარები გააჩნდათ.კომპანიებს შორის,კლიენტების მისაზიდად დიდი კონკურენცია მიმდინარეობდა.ისინი ცდილობდნენ,რომ ლუდსახარშების ბაზაზე,განსაკუთრებულად დიდი მოცულობის ლუდის ბარები გაეხსნათ,რათა,რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიეღოთ.ერთ-ერთმა ლუდსახარშმა “Horse Shoe”-მ,გახსნა იმ პერიოდისათვის სარეკორდო ტევადობის მქონე ლუდის ბარი,რომელსაც ერთბაშად 200 ლუდის მოყვარულის მიღება ძალუძდა.ამიტომ,აღნიშნულ დაწესებულებას,აუცილებლად ესაჭიროებოდა იმდენი ლუდი ჰქონოდა რეზერვში,რომ კლიენტების მოთხოვნილება სრულად დაეკმაყოფილებინა. (ავტორი გენია.ჯი) 1814 წლის 17 ოქტომბერის მონაცემების თანახმად (ტრაგედიის დღე),აღნიშნულ დაწესებულებას 3 550 ბარელი (ერთი ბარელი – 166.36 ლიტრის ტოლფასია) ლუდი გააჩნდა,რაც დაახლოებით 590 000 ლიტრის,ანუ 590 ტონის ექვივალენტია,რომელიც დაცული გახლდათ ხის უზარმაზარ ავზში.თუმცა,საუბედუროდ,ხის ავზს,რომელშიც ამ რაოდენობის ლუდი იყო მოთავსებული,რკინის სალტეები მოსწყდა,რასაც სულ რამდენიმე წამში 590 ტონა ლუდის თავისუფალ სივრცეში საშინელი ტალღით გავრცელება მოჰყვა.დარტყმის ძალამ,ლუდის ბარი მიწასთან გაასწორა და ლონდონის ქუჩებში გააღწია.გარდა ამისა,ტალღამ გაანადგურა ახლოს მდებარე სხვადასხვა დაწესებულებები,მათ შორის ლუდის ბარებიც,საიდანაც ქუჩებში კიდევ 200 ტონა ლუდი დაიღვარა.როგორც თვითმხილველები ამბობდნენ,ლუდის ტალღის სიმაღლე 4,5 მეტრს აღწევდა,რომელმაც სრულად დატბორა ღარიბი უბნის სარდაფებში მაცხოვრებელი მოსახლეობა.აღნიშნულმა კი გამოიწვია კატასტროფა და მსხვერპლი,რადგან ის სარდაფები,სადაც ხალხი ცხოვრობდა სრულად იქნა დაფარული ლუდით.პირველი მსხვერპლი “ლუდის წყალდიდობისა”,14 წლის გოგონა გახლდათ,რომელიც იქვე ახლოს ბუფეტში მუშაობდა.მას შემდეგ,რაც სამაშველო სამუშაოები ჩატარდა,კიდევ 7 ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი,მათ შორის იყვნენ მხოლოდ ბავშვები და ახალგაზრდა გოგონები.როგორც ერთ-ერთი ვერსიიდან ირკვევა,მოგვიანებით ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში ემსხვერპლა.ბარის მეპატრონე დაკავებულ იქნა.მან სასამართლოზე განაცხადა,რომ ბრალი არ მიუძღვოდა წაყენებულ ბრალდებაში და “ყველაფერი ღვთის ნება იყო”.სასამართლომ მართლაც ვერ დაადასტურა მისი ბრალეულობა და იგი განთავისუფლებულ იქნა.მალევე მან,პარლამენტს თხოვნით მიმართა,რომ კვლავ დაერთოთ ნება ლუდის წარმოებისა,რადგან ამ საშუალებით შეძლებდა ქალაქისათვის და დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი აენაზღაურებინა.საინტერესოა,რომ პარლამენტმა მას ამის უფლება დართო და თანაც ისე,რომ ერთი წლის მანძილზე ყოველგვარი აქციზური გადასახადებისაგან გაანთავისუფლა.საბოლოო ჯამში – “ლუდის წყალდიდობას ლონდონში”,9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ კატასტროფას წარმოადგენს ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)