“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. როგორც წესი,საკუთარ თავზე იმას აქვს დიდი წარმოდგენა,ვინც არაფერს წარმოადგენს.

2. როცა არავინ უყვართ, ესე იგი – მარტოობა უყვართ. (ავტორი გენია.ჯი)

3. თუ გეუბნებიან: ”ხელს არ შეგიშლით” - ესე იგი,დახმარებას არ აპირებენ.

4. ზოგიერთი ადამიანი საკუთარი სიზარმაცის დაძლევას იმდენ ძალისხმევას ახმარს,რომ მერე აღარაფრის კეთების თავი აღარ აქვს.

5. მომავალს ერთი თვისება გააჩნია: ის არასდროს არის ისეთი,როგორიც წარმოგვედგინა.

6. მნიშვნელობა არა აქვს რას ხედავ,მათავარია როგორ უყურებ.

7. გენიოსები,რა თქმა უნდა,უკვდავები არიან,მაგრამ სულელები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ.

8. ძალიან არ შეტოპო ოცნებებში,თორემ საკუთარი თავი იქ გადასვლას მოგთხოვს.

9. მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა. (ავტორი გენია.ჯი)

10. როგორ უნდა შევიკავო ცრემლები,როდესაც ხახვის მეტი საჭმელი არაფერი მაქვს?!