ვაჟა ხორნაული – “ღმერთმა როგორიც მომქსოვა”
არ მინდა ვიქცე ფრინველად
არც – ნისლად,არცა – წვიმადა,
ღმერთმა როგორიც მომქსოვა
დავრჩები ისევ იმადა.
წყლულზე მალამოს დაგადებ,
სანთელს აგინთებს ხშირადა,
ჭირი თუ არ მოგაშორე,
არც გაგიხდები ჭირადა.
ერთხელაც არ გათქმევინებ
ვინ მყოლიაო შვილადა,
და ბოლოს იმ ქვეყანაში
გადავალ მზიან ჩრდილადა.