ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ…
ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა საფრანგეთში ემიგრირებულ საქართველოს მთავრობას,რომ ნება დაერთოთ ექვსი თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძველეები.ალბათ ამერიკელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელო წინადადებაზე.ქართული განძის გამოფენის უფლებას ითხოვდა ლუვრიც. (ავტორი გენია.ჯი) დიდად საამაყო იქნებოდა მსოფლიო მუზეუმთა შორის უპირველეს მუზეუმში ქართული ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო გამომზეურება,მაგრამ ამით შეიძლებოდა საქართველოს საბოლოოდ დაჰკარგვოდა თავისი საუნჯე და ლუვრმაც საბოლოოდ უარი მიიღო ქართველებისგან.
ნოე ჟორდანიასა და “მთავრობის” სხვა წევრებთან ერთად დიდხანს ბჭობდა ნიუ-იორკის მუზეუმის დირექტორი ჰერბერტ ჯონსონი.მას მინანქრის განძეულის ყიდვა უნდოდა…
ექვთიმეს ნერვიულობისაგან ხელები უკანკალებდა,სახე გაფითრებოდა,ცოტათი რომ დამშვიდდა,მოურიდებლად თქვა: სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას,უსიკვდილოდ არავის დავანებებ ამ განძეულობას.ეს მარტო განძეულობა კი არ არის,არამედ ჩვენი სუნდის-ნამუსია,იმედია და ნუგეში,ასე იოლად არ დაითმობა ჩვენი მამა-პაპათა შარავანდედი!
მუზეუმის დირექტორმა,რაკი სასურველ მიზანს ვერ მიაღწია,ახლა ასეთი ვარიანტი შესთავაზა:
- თუ მომცემთ პირობას,რომ გაყიდვის შემთხვევაში ამ ნივთებს სხვას არ დაუთმობთ,წინასწარ გასესხებთ დიდ თანხას.
“მთავრობის წევრებმა ერთმნანეთს გადახედეს.როგორც ჩანდა,მათ მოეწონათ დირექტორის წინადადება და მზად იყვნენ შეთანხმებოდნენ,მაგრამ სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ,ექვთიმემ დაასწრო:
- რა პირობა უნდა მოგცეთ?! ყოველ პატიოსან კაცს მოეთხოვება ელემენტალური სინდისიერება,რომ მიბარებული ნივთი ხელუხლებლად შეინახოს.თქვენ კი… ვალის აღება ადვილია,გადახდა კი ძნელი.ვინც მაგისთანა პირობას გთავაზობთ,მან კარგად იცის,რომ თქვენ ფულის გადახდა არ შეგიძლიათ და ბოლოს და ბოლოს ამ ვალს არ შეგარჩენენ!
ამრიგად კიდევ ერთხელ ჩაშალა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა – ექვთიმე თაყაიშვილმა,ქართული განძის განიავება და იგი სქართველოს შეუნარჩუნა. (ავტორი გენია.ჯი)
***
ერთ-ერთი საუბრის დროს ექვთიმე თაყაიშვილს გამოუხატავს დიდუბეში იაკობ გოგებაშვილის გვერდით დასაფლავების სურვილი.იაკობი მთაწმინდაზე გადავასვენეთო, – უთქვამთ მისთვის.მთაწმინდაზე მე ილიასთან რა ღირსი ვარ,ჩემს აშენებულ უნივერსიტეტის ეზოში რომ დამმარხავდნენ – ვანოს (ჯავახიშვილი) მახლობლად კი ვისურვებდიო.
***
ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ,გენიალური ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი აღნიშნავდა:
“ამნაირ ადამიანებს ძველად ტაძრის კედლებზე ხატავდნენო”.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე კი ექვთიმეს სიცოცხლეშივე შენიშნავდა,რომ იგი წმინდანებში ჩასარიცხი კაციაო.
ლაშა თაბუკაშვილი “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის” შესახებ წერდა:
” – ძნელია წმინდანთან ერთად სიარული ცხოვრების ეკლიან გზაზე!” (ავტორი გენია.ჯი)