კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ერთ-ერთ უდიდეს რომაელ მხედართმთავარს და კონსულს - კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსს (ძვ.წ.აღ-ით 280-203 წლები),მეგობრებმა მოახსენეს,რომ მის ღირსებას,გამოჩენილი სიფრთხილის გამო დასცინოდნენ,განაცხადა:
“ვგონებ,უფრო მეტად მხდალი აღმოვჩნდებოდი,ვიდრე ახლა მივაჩნივართ,დაცინვისა და გაკიცხვის რომ შემშინებოდა და ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელი ამეღო.სამშობლოს გამო შიში სამარცხვინო როდია.ხალხის აზრის,ცილისწამებისა და ლანძღვა-გინების წინაშე შიში კი ნამდვილად არ შეჰფერის ესოდენ დიდი ძალაუფლების პატრონ კაცს,თორემ იმათ მონად იქცევა,ვინც მისი გამგებლობისა და მბრძანებლობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ,მიუხედავად კეთილგონიერებიდან მათი გადაცდომისა”. (ავტორი გენია.ჯი)