პერიკლეს მიერ თანამოქალაქეების დამოძღვრა…
დიდმა ძველბერძენმა სარდალმა,პოლიტიკურმა მოღვაწემ და ორატორმა - პერიკლემ (ძვ.წ.აღ-ით 494-429 წლები),საკუთარი თანამოქალაქეები შემდეგი სიტყვებით დამოძღვრა:
“მოქალაქენი არ არიან ვალდებულნი,სახსართა ხარჯვის ანგარიში ჩააბარონ მოკავშირეებს,რომელთა დასაცავად ომობენ და ბარბაროსებს იგერიებენ.მოკავშირენი ჩვენ არც ცხენს გვაძლევენ,არც ხომალდსა და არც მეომარ ჰოპლიტს; მხოლოდ და მხოლოდ ფულს იხდიან; ფული კი ეკუთვნის არა იმას,ვინც იძლევა,არამედ მიმღებს,თუ იგი სამაგიეროს იხდის იმ საქმით,რისთვისაც ამ ფულს იღებს.როცა სახელმწიფო საკმაოდაა აღჭურვილი ომისათვის საჭირო აუცილებელი სახსრებით,მისი ქონება იმ საქმეთაც უნდა მოხმარდეს,რომელთა აღსრულება საუკუნო სახელს მოუხვეჭს, და რომელთა კეთებაც მაშინვე ქმნის კეთილდღეობას.თავს იჩენს მრავალგვარი სამუშაო და ნაირნაირი საჭიროება,რომელიც ხელოსნობის ყოველ დარგს აღვიძებს,ყოველ ხელს ამოძრავებს,თითქმის მთელ სახელმწიფოს შემოსავალს უქმნის და ამის წყალობით იგი კიდეც ირთვება და კიდეც იკვებება”. (ავტორი გენია.ჯი)