სპარტელთა აღზრდა…
გენიალური სპარტელი კანონმდებელი – ლიკურგე (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) ირწმუნებოდა: “ბავშვები სახელმწიფოს კუთვნილებაა და არა მამებისო”, – სწორედ ამიტომ სურდა მას,რომ სპარტის მომავალი მოქალაქეები საუკეთესო ადამიანებისაგან წარმოშობილყვნენ და არა შემთხვევითი პიროვნებებისაგან.მის მიერ შემოღებული კანონები სრულიად ბუნებრივად ესადაგებოდა სახელმწიფოს გაჯანსაღების საქმეს.სპარტელთათვის ბავშვის აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა,რადგან სწორედ მომავალ თაობებს მიიჩნევდნენ ქვეყნის დაცვისა და განვითარების უმთავრეს ქვაკუთხედად. (ავტორი გენია.ჯი)
სპარტელი ბავშვის აღზრდის უფლება მშობელს არ ჰქონდა.დაიბადებოდა თუ არა ყმაწვილი,მამა მას მიიყვანდა იმ ადგილას,რომელსაც “ლესქეს” ეძახდნენ (სპარტელები ასე მოიხსენიებდნენ უხუცესთა თავყრილობის ადგილს).იქვე ისხდნენ ფილეების უხუცესი წევრები,რომლებიც ახალშობილს სინჯავდნენ.თუ ღონიერი და საღი აღმოჩნდებოდა ბავშვი,ისინი ბრძანებას გასცემდნენ,ბავშვი გამოეზარდათ.ამასთანავე,გამოუყოფდნენ მიწის ერთ-ერთ ნაკვეთს ცხრა ათასი ნაკვეთიდან.ხოლო თუ ყმაწვილი სუსტი და უსახური გამოდგებოდა,ეგრეთ წოდებულ “აპოთეტში” – ტაიგეტის მახლობლად მდებარე უფსკრულში ისროდნენ.უხუცესთა აზრით,დაბადებითვე უსახური და ტანდალეული ბავშვის სიცოცხლე საკუთარი თავისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც უსარგებლო იქნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სპარტელი ქალები ჩვილებს,სიმაგრის გამოცდის მიზნით,წყლით კი არ აბანავებდნენ,არამედ ღვინით.როგორც ამბობენ,ავი ზნით შეპყრობილი და სუსტი ბავშვები ღვინოს ვერ იტანენ და მაშინვე იღუპებიანო.ჯანსაღი ბავშვები კი ასეთი გამოცდის შემდეგ უფრო მეტად კაჟდებიან და იწრთობიანო.
ძიძები ბავშვებს დიდი ყურადღებით უვლიდნენ და მშვენივრად იყვნენ დახელოვნებული აღზრდის საქმეში.ისინი ჩვილებს არც არტახებს უჭერდნენ და არც ჩვრებში ახვევდნენ.შესაბამისად მათ სხეულს სრულ სილაღესა და თავისუფლებას აძლევდნენ.ბავშვებს იმთავითვე აჩვევდნენ,ზომიერად ეჭამათ და სასმელ-საჭმელიში გულაზიზები არ ყოფილიყვნენ,სიბნელისა და მარტოობისა არ შინებოდათ,სიმხდალე და ტირილი არ სცოდნოდათ.
მამას უფლება არ ეძლეოდა,ვაჟიშვილი საკუთარი სურვილისამებრ აღეზარდა.მამრობითი სქესის ბავშვებს,როგორც კი შეუსრულდებოდათ შვიდი წელი,თავს მოუყრიდნენ და ეგრეთ წოდებულ “აგელებად” ჰყოფდნენ,რათა ერთად ყოფნას მიჩვეოდნენ,ერთად გაზრდილიყვნენ,ერთად ეთამაშად და ერთად ესწავლათ.”აგელების” უფროსად სპარტელები,გონიერებით და ძალით გამორჩეულებს ნიშნავდნენ.”აგელეს” უფროსს ყველანი თვალებში უყურებდნენ; მის ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდნენ და მისგან სასჯელს მოთმინებით იტანდნენ.ასე რომ,აღზრდის მიზანი სპარტაში ერთგვარი მორჩილების გამომუშავებაც იყო.
მოხუცები თვალყურს ადევნებდნენ ბავშვების თამაშს,ხშირად განზრახ ჩამოაგდებდნენ მათ შორის შფოთსა და ერთმანეთს წააჩხუბებდნენ.ამ გზით ისინი მშვენივრად სწავლობდნენ ყოველი ბავშვის ხასიათს – მამაცი იყო თუ არა,ხომ არ გამოექცეოდა ბრძოლის ველს.წერა-კითხვას ისე ასწავლიდნენ,რამდენადაც ეს აუცილებლებელი შემთხვევის დროს დასჭირდებოდათ. (ავტორი გენია.ჯი) ბოლოს და ბოლოს მთელი აღზრდის მიზანი იყო უსიტყვო მორჩილება,შრომაში გამძლეობა და ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება.რაც უფრო იზრდებოდნენ სპარტელი ბავშვები,მით უფრო სასტიკი ხდებოდა მათი გაწვრთნა: თმას ძირამდე კრეჭდნენ,აჩვევდნენ ფეხშიშველა სიარულს და აიძულებდნენ,თითქმის ყოველთვის შიშვლებს ეთამაშათ.
თორმეტი წლის ასაკს რომ მიაღწევდნენ,ისინი უკვე უქიტონოდ (წამოსასხამის წვეშ სატარებელი სამოსი) დადიოდნენ და ამიერიდან წელიწადში თითო წამოსასხამს იღებდნენ.სხეული მათ მუდამ ჭუჭყიანი ჰქონდათ,თბილ წყალში არ ბანაობდნენ,ტანს ზეთით არ იზელდნენ.ასეთი ფუფუნების ნება ეძლეოდათ წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღეს.იძინებდნენ ერთად “ილებისა” და “აგელების” მიხედვით ლერწმის საწოლებზე.ასეთი საწოლებისათვის საჭირო ლერწამი იზრდებოდა მდინარე ევროტის ნაპირებზე.ლერწამს ბავშვები ხელით ჰგლეჯდნენ და ისე მოჰქონდათ.დანის მოშველება არ შეიძლებოდა.ზამთარში ქვეშ იფენდნენ ლერწამთან შერეულ ეგრეთ წოდებულ “ლიკოფონს”,რომელიც,მათი აზრით,სითბოს შემნახავი მცენარე იყო.
ასეთ ასაკს მიღწეულ და გამორჩეულ ყმაწვილებს უხუცესები კიდევ უფრო დიდ ყურადღებას უთმობდნენ.სპარტელი უხუცესები ბავშვებს მარტო არ ტოვებდნენ.თუ მოზარდი დანაშაულს ჩაიდენდა,იქვე ჰყავდა დამრიგებელიცა და დამსჯელიც.
მოზარდებს მეთვალყურეებად მიჩენილი ჰყავდათ “პედონომოსები”,რომელთაც სპეციალურად კეთილშობილ ვაჟკაცთა წრიდან ირჩევდნენ.პედონომოსები “აგელების” სათავეში აყენებდნენ ყველაზე გონიერ და მამაც “ირენებს”.მათ სპარტელებში ეძახდნენ ბავშვობის ასაკიდან უკვე ორი წლის წინ გამოსულთ.ყველაზე უფროს ბავშვებს კი “მელირენებად” მოიხსენიებდნენ.ოცი წლის ასაკს მიღწეული ირენი ბრძოლებში რაზმს მეთაურობდა,მშვიდობიანობის დროს კი რაზმის წევრებს მსახურებად იყენებდა და საერთო სადილის მომზადების საქმეს განაგებდა.მოზრდილებს იგი შეშის მოზიდვას ავალებდა,უმცროსებს კი მწვანილზე აგზავნიდა.ყველაფერი,რაც კი მათ მოჰქონდათ,ნაქურდალი იყო: ერთნი ბარებში მიდიოდნენ საქურდავად,მეორენი სპარტელ ვაჟკაცთა სასადილოში შეიპარებოდნენ და ცდილობდნენ,ქურდობის დროს მოხერხება და სიფრთხილე გამოეჩინათ.ვისაც ქურდობაში დაიჭერდნენ,იმას უმოწყალოდ გაშოლტავდნენ,ვითარცა უშნო,უხეირო ქურდს.
ბავშვები იპარავდნენ ყოველგვარ საჭმელს,ეჩვეოდნენ მოხერხებულად დასხმოდნენ თავს მძინარეთ და, საერთოდ ყველას,ვინც კარგად ვერ პატრონობდა თავის საქონელს.მოზარდ სპარტელთა სადილი მეტად ძუნწი გახლდათ.ეს იმიტომ,რომ შიმშილის მოსაკლავი სარჩო თავადვე ეშოვათ.ასეთი მიდგომა,მათ აიძულებდათ გაბედულები და მარდები ყოფილიყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მიზეზი,როგორც ამბობენ,დაკავშირებული იყო სხეულის ზრდის საკითხთან.თუ ზედმეტი საკვები თავისი სიმძიმით სულს არ აწვება და სხეულს სიღრმესა და სიგანეში არ ეწევა,მაშინ სული მსუბუქად მიემართება ზემოთ და ადამიანის ტანიც ლაღად და ადვილად იზრდება.
ბავშვებს ირენი ხშირად სჯიდა უხუცესთა და არქონტთა თანდასწრებით,რათა მათთვის ეჩვენებინა,სამართლიანი და შესაფერისი თუ იყო მისი სასჯელი.დასჯის დროს უფროსები ირენს ხელს არ უშლიდნენ; მაგრამ როცა ბავშვები წავიდოდნენ,ირენს თავის მხრივ სასტიკ პასუხს სთხოვდნენ,თუ აღმოჩნდებოდა,რომ იგი მეტისმეტ მრისხანებას ანდა გადაჭარბებულ ლმობიერებას იჩენდა.
სპარტელი ყრმების სატრფოები მათი საყვარელი ყმაწვილების სახელსაც და შერცხვენასაც იზიარებდნენ.იყო შემთხვევა,როდესაც ერთ-ერთმა ყრმამ ბრძოლის ველზე სიმხდალე გამოიჩინა,რის გამოც მისი სატრფო იქნა დასჯილი.
ბავშვებს ასწავლიდნენ მახვილსიტყვაობას,მოხდენილ,მოსაზრებულ და სხარტ ლაპარაკს.მათი აღზრდა სრულწლოვანებამდე გრძელდებოდა.მაგრამ არც ამის შემდეგ ჰქონდა უფლება ვისმე,ეცხოვრა ისე,როგორც მოესურვებოდა.სპარტელები ქალაქში ისე ცხოვრობდნენ,როგოც სამხედრო ბანაკებში.სპარტის მომავალი მცველები სრული სპარტული ხასიათით იზრდებოდნენ და ისინი დღემდე მსოფლიოს ყველაზე ძიერ მებროლებადაც მიიჩნევიან. (ავტორი გენია.ჯი)