ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი – “ჰოლოკოსტის” შესახებ…
ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი – წარმოადგენს წარმომავლობით ინდოელ (ინგლისურენოვან) მწერალს,რომელიც 2001 წელს დაჯილდოვდა “ნობელის პრემიით” ლიტერატურის დარგში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ვიდიადჰარი ერთობ კრიტიკულად არის განწყობილი ისლამის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,თავის შემოქმედებაში ფართო ადგილს უთმობს “ჰოლოკოსტის” საშინელ მოვლენებს,რომლის შესახებაც ასეთ განმარტებას აკეთებს:
“ჩემზე ამბობენ – ხან საქებრად,ხანაც აგდებულად – ერთი თემა აქვსო მწერლობაში,ჰოლოკოსტის თემა.არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,ერთგვარი შესწორებებით მართლაც შეიძლება ის ადგილი დავიკავო,რომელსაც მითმობენ ბიბლიოთეკის შესაბამის თაროებზე.განა არსებობს თანამედროვე ავტორი,რომელიც ჰოლოკოსტის თემაზე არ წერდეს? (ავტორი გენია.ჯი) მიმაჩნია,იმისათვის,რომ ადამიანმა გაიგონოს ის დათრგუნული ხმა,რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ისმის თამნამედროვე ევროპულ ხელოვნებაში,სულაც არ არის აუცილებელი შემოქმედების თემად ჰოლოკოსტი ავირჩიოთ.მეტის თქმაც შეიძლება: არ ვიცნობ ისეთ ნამდვილ,ჭეშმარიტ ხელოვნებას,რომელშიც არ იგრძნობოდეს ეს დათრგუნულობა.იგი გვაგონებს სვეგამწარებულ ადამიანს,რომელიც კოშმარული ღამის შემდეგ უმწეოდ აცეცებს თვალებს გარემომცველ სამყაროში.იმ საკითხებს,რომელსაც მოიცავს ცნება ჰოლოკოსტი,არასოდეს ვთვლიდი რაღაც გადაუწყვეტელ კონფლიქტად გერმანელთა და ებრაელთა შორის; მე არასოდეს მიმიჩნევია ჰოლოკოსტი ებრაელთა ტანჯვის ისტორიის უახლეს თავად,რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს მანამდელი განსაცდელისაგან; არასოდეს ჩამითვლია იგი ეგრეთ წოდებული ისტორიის შემთხვევით და ერთეულ მოვლენად,არ ვთვლიდი მას ისეთ დარბევად,რომელიც მხოლოდ თავისი მასშტაბით განსხვავდება წინამორბედი დარბევებისაგან,არც ებრაული სახელმწიფოს წარმოშობის წინამძღვრად მიმაჩნია იგი.მე ჰოლოკოსტში აღმოვაჩინე ადამიანური სიტუაცია,დიდი მოგზაურობის ბოლო წერტილი,რომელსაც მიაღწია ევროპელმა კაცმა თავისი ორი ათას წელზე მეტი ხნის მორალურ-ეთიკური კულტურით.
დღეს ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ,საით ვიმოძრაოთ ასეთი ტვირთით.ოსვენციმის პრობლემა არ დგას ასე: გავავლოთ აქ ზღვარი თუ არ გავავლოთ; გვახსოვდეს იგი თუ ისტორიის ყუთში გადავუძახოთ; დავუდგათ თუ არა ძეგლი მილიონობით დაღუპულს და თუ დავუდგამთ,როგორი უნდა იყოს იგი.ოსვენციმის ჭეშმარიტი პრობლემა ის გახლავთ,რომ იგი იყო,მოხდა და ამ ფაქტს ვეღარ შეცვლის ვერც ყველაზე კეთილი და ვერც ყველაზე ბილწი ზრახვანი”. (ავტორი გენია.ჯი)