არქიფ კუინჯი – “წვიმის შემდეგ”
“წვიმის შემდეგ” – წარმოადგენს უკრაინული წარმომავლობის მქონე დიდი რუსი მხატვრის – არქიფ კუინჯის (1841-1910 წლები) მიერ,ზეთის საღებავებით ტილოზე შერულებულ დიდებულ სურათს,რომელიც მხატვარმა 1879 წელს დახატა.ტილოს სიმაღლე 102 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე კი 159 სანტიმეტრი.აღნიშნული სურათი პირველად ფართო საზოგადოებისათვის ნაჩვენები იქნა 1879 წელს,მოძრავი სამხატვრო გამოფენების ამხანაგობის,იგივე “პერედვიჟნიკების” (რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება) მიერ მოწყობილ,რიგით მე-7 გამოფენაზე.გარდა ამ სურათისა,კუინჯმა იმავე გამოფენაზე წარმოადგინა მის მიერ შესრულებული კიდევ ორი შესანიშნავი ტილო,სახელწოდებებით – “ჩრდილოეთი” და “არყის ხის კორომი”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ სურათზე გამოსახულია მცირე დასახლებული პუნქტი (ხუტორი).მას შემდეგ,რაც დასახლებას ქარიშხალმა გადაუარა,იგი და მიმდებარე ველების გარკვეული ნაწილი განათებულ იქნა კაშკაშა მზის სხივებით,რაც ხშირად თან სდევს ასეთი სახის ბუნებრივ მოვლენებს.უკანა პლანზე წარმოდგენილ ცაზე კი მკვეთრად არის ასახული მუქი (ავბედითი) ფერის ღრუბლების კოტრასტი.სურათზე გადმოცემულმა ფერთა გამამ და სიუჟეტის მძაფრმა დინამიზმმა,იმთავითცე აღტაცებაში მოიყვანა სახვითი ხელოვნების მოყვარულები და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.არქიფ კუინჯს,ასეთივე სიუჟეტის მქონე სხვა ნამუშევრებიც აქვს შექმნილი,მათ შორის ყველაზე ცნობილი ტილოა,1879 წელს დახატული სურათი – “ჭექა-ქუხილის შემდეგ”.არქიფ კუინჯის დიდებული ნამუშევარი – “წვიმის შემდეგ” დაცულია მოსკოვში მდებარე,მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ “ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში”. (ავტორი გენია.ჯი)