კიტა აბაშიძის ამაღელვებელი მიმართვა “რუს ადამიანებს”…

“რაც არ უნდა ვთქვათ,თანამედროვე არმიაც ხალხის წარმომადგენლად გვევლინება და მისი ნაკლოვანებანი,ნაწილობრივ მაინც მთელი ხალხის ნაკლოვანებებია.იმ საარაკო სიასტიკეს,იმ გაუგონარ სიმხეცეს,რომლითაც რუსულმა არმიამ ისახელა თავი უიარაღო,უმწეო,სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომში,ალბათ,კაცობრიობის ისტორიაში არ მოეძებნება რაიმე შესატყვისი. (ავტორი გენია.ჯი)

აბა,შუა საუკუნეების რომელი მეომარი ან რომელი თურქი ბაშიბუზუკი შეედრება შლეგ ველურობასა და არაადამიანურობაში რუს სალდათსა თუ კაზაკს,რომელიც ებრძვის არა გულად,შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს,არამედ სუსტ,უმწეო,”შინაურ მტერს”?!

დამეთანხმეთ,რომ ნიშან-თვისებები ველური მძვინვარებისა და სიგიჟემდე მისული სიმხეცისა,ის წარმოუდგენელი სისასტიკე,რაც ნიშანდობლივია პასიური,მხდალი და მონური ბუნების მქონე ადამიანთათვის, – დამეთანხმეთ,ეს თვისებები საუკუნეთა მანძილზე დამონებული რუსი ხალხისთვისაცაა რამდენადმე დამახასიათებელი.

XVIII საუკუნის დამლევს ბედი ქართლისა გადაწყვეტილ იქნა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელთა მიერ: საქართველომ სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი მუსულმანურ სამყაროსთან,ერთმორწმუნე რუსეთს მიმართა და მისი პროტექტორატი მიიღო.ამ გადაწყვეტილების გამო საქართველო სასტიკად დაისაჯა: საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით სპარსთა ურდოები შეიჭრნენ და ქვეყანას ცეცხლითა და მახვილით გადაუარეს. და ეს იმიტომ,რომ საქართველოს მეფე (ერეკლე II) არ დაჰყვა სპარსეთის გამგებლის შეგონებას და პირი არ უტეხა რუსეთს.რუსეთმა თავისი გაბატონების პირველსავე წლებში ყველაფერი წაართვა საქართველოს, – სკოლა,ენა და სარწმუნოება.რუსეთი მთელი თავისი ძალებითა და ხერხებით აფერხებდა საქართველოს კულტურულ და სულიერ განვითარებას და სისტემურად სპობდა იმ ეროვნულ თვითმყოფადობას,რომლის დასაცავადაც მიიღო საქართველომ რუსეთის პროტექტორატი.

რა დაგვმართა თქვენმა არმიამ თქვენი “მამაცი” გენერლების წინამძღოლობით,რა დამართეთ თქვენ თქვენს ერთმორწმუნე ხალხს,რომელიც ბრძოლისა და წინააღმდეგობის გარეშე,საკუთარი ინიციატივით შემოვიდა თქვენი პროტექტორატის ქვეშ, – იმ იმედით,რომ თქვენ მას ბარბაროსთა შემოსევებისაგან დაიცავდით. (ავტორი გენია.ჯი)

ის,რაც თქვენ – ჩვენმა “მფარველებმა”,ჩვენმა “მეგობრებმა”,ჩვენმა “მართლმადიდებელმა ძმებმა” გვიყავით ამ ორი-სამი თვის მანძილზე,არ გაუკეთებია ჩვენთვის არც ერთ მაჰმადიან ტირანს, – დაწყებული თემურ-ლენგით და დამთავრებული შაჰ-აბასითა და აღა-მაჰმად-ხანით,რომელთაც ყოველი ქართველი წყევლიდა და თავისი ისტორიისა და ხალხის ბოროტ დემონებად თვლიდა.

არასოდეს არავითარ მაჰმადიანურ ურდოებს არ ჩაუდენიათ არაფერი მსგავსი იმისა,რაც ჩაიდინა რუსულმა “ქრისტესმოყვარულმა მხედრობამ”,რომელმაც იაპონიის ომში მარცხის მთელი ჯავრი ჩვენზე ამოიყარა…

თქვენ,ისედაც გაპარტახებულ ხალხს ცეცხლითა და მახვილით აჩანაგებთ.ცეცხლმა შთანთქა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, – მთელი ქალაქები და დაბები.”სახელოვანი” ლაშქარი ხოცავს და ხვრეტს მშვიდობიან მოსახლეობას,ამაზრზენ ძალმომრეობას ხმარობს ქალებზე და ბავშვებზე (ამ ძალმომრეობის მსხვერპლნი – 11 -12 წლის გოგონები ქუთაისის საავადმყოფოში წვანან).

არა,არასოდეს მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საქართველოს,განსაკუთერებით კი – დასავლეთ საქართველოს,არაფერი მსგავსი არ ახსოვს.ყოველივე,რაც შექმნილი იყო რამდენიმე საუკუნისა და თაობის რუდუნებითა და ძალისხმევით,ორ-სამ კვირაში მოისპო და გაჩანაგდა.

განა რა დაგიშავეთ საამისო? რისთვის,რა მძიმე ცოდვებისათვის დაგვსაჯა ასე სასტიკად ერთმორწმუნე რუსმა ხალხმა? განა ჩვენ რასმე ისეთს მოვითხოვდით,რაც თუნდ ოდნავ მაინც უპირისპირდება რუსი ხალხის ინტერესებსა და მოთხოვნებს?

ჩვენმა ხალხმა იგივე დემოკრატიული მოთოვნები წამოაყენა,რომლებიც წამოაყენა ზოგიერთმა რუსულმა პარტიამაც, და ეს იმიტომ,რომ ჩვენი ხალხი არ არის დაავადებული იმ “ცრუმორწმუნეობით”,რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ ისეთმა ადამიანებმაც კი,როგორიც სტრუვეა… მაგრამ ჩვენი დემოკრატიზაციაც ისევ და ისევ თქვენი ბიუროკრატიის წყალობით მოხდა.

ამიერიდან ჩვენ თქვენი მონები ვართ,შეურაცყოფილნი ყველა ჩვენს წმინდა გრძნობებში,მოტყუებულნი,გაუბედურებულნი,გაძარცვული და დარბეულნი,მონები,რომელნიც მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო გემორჩილებათ.თქვენ,თქვენმა ჩინოვნიკებმა,თქვენმა გენერლებმა და ჯარისკაცებმა მრავალი წლით ამოძირკვეთ ჩვენი გულებიდან ყოველგვარი კეთილი გრძნობები თქვენს მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)

რა გვიშველის ჩვენ,რა უშველის ჩვენს ტანჯულ სამშობლოს,ჩვენს განაწამებ სულს,რამ შეგვიხორცოს თქვენს მიერ მოყენებული  სასიკვდილო ჭრილობები? მარტოოდენ შურისძიებას ძალუძს დააკმაყოფილოს ჩვენი შეურაცხყოფილი გრძნობები სიყვარულისა და ნდობისა,რომლითაც ჩვენ მუდამ ვიყავით რუსი ხალხის მიმართ, – მარტოოდენ შეუბრალებელ შურისძიებას მათზე,რომელთაც თავიანთი ქმედებით ჩირქი მოსცხეს რუსულ კულტურას საქართველოში,რუს ხალხს,მათზე,ვინც საძულველად გვიქცია რუსის ძმური სახელი!..

ჩადენილ ბოროტმოქმედებაში დამნაშავეთა ამ სამართლიან,შეუბრალებელ დასჯას,ჩვენ მთელი რუსი ხალხისაგან მოვითხოვთ; ამას,რუსო ადამიანებო,თქვენგან მოითხოვს მოვალეობა პატიოსნებისა,კაცთმოყვარეობისა და სამართლიანობისა.რასაკვირველია,თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შიშსა და ძრწოლაში გვამყოფოთ,მაგრამ ეს არამყარი ბალავერია “რუსული საქმისთვის” ჩვენში.გეშინოდეთ დამონებული ხალხისა,”მკვდრების გეშინოდეთ”,როგორც ამბობს ჩვენი თანამემამულე,გენიალურად წარმოსახული ზეინაბის სახით (“ღალატი” იუჟინისა),რომელიც საქართველოს მთელი ისტორიული ბედისწერის განმასახიერებელია.გეშინოდეთ ცხოვრების ლოგიკისა,გეშინოდეთ,რომ სამართლიანობისა და ადამიანურობის გაქელვისათვის დაგიდგებათ დღენი,ოდეს სამაგიერო მოგეზღვებათ, – უარესნი დღენი,ვიდრე მანჯურიის ველებსა და წყნარი ოკეანის ტალღებს უნახავთ”. (ავტორი გენია.ჯი)