კამპუსი

კამპუსი - ან შესაძლოა ითქვას “კემპუსი” – წარმოადგენს სტუდენტთა საცხოვრებელ ქალაქს (ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში),რომელიც მოიცავს სასწავლო დაწესებულებებს,სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს,საცხოვრებელ დაწესებულებებს სტუდენტებისთვის,ბიბლიოთეკებს,აუდიტორიებს,სასადილოებს,სათამაშო მოედნებსა და სხვა რიგ დაწესებულებებს.გარდა ამისა,”კამპუსად” მოიხსენიებენ იმ იზოლირებულ ტერიტორიებს,რომელიც მიეკუთვნება დიდ კომპანიას და რომელშიც განვითარებულია შიდასაფირმო ინფრასტრუქტურა,მაგალითად ისეთი,როგორიცაა კორპორაციული უნივერსიტეტი. (ავტორი გენია.ჯი) თავად სიტყვა “კამპუსი” ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და იგი აღნიშნავს “ღია სივრცეს”,”ველს”.პირველ “კამპუსად” XVIII საუკუნეში მოიხსენიებდნენ,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პრისტონში მდებარე “პრისტონის უნივერსიტეტს”.საუნივერსიტეტო “კამპუსი” როგორც წესი,შეიცავს ავტონომიურ ადმინისტრაციას. (ავტორი გენია.ჯი)

“კამპუსი” შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ შენობა-ნაგებობების კომპლექსის მიმართ აღსანიშნავადაც,რომელიც შედგება განსაზღვრული ტერიტორიისაგან,კომუნიკაციებისაგან,ნაგებობებისგან,გზებისგან და ადამიანებისგან.