ერნესტ მილერ ჰემინგუეი – (ეპიზოდი)
მას შემდეგ,რაც ცნობილი გახდა ის,რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფლობდა “ატომურ ბომბს”,გენიალური ამერიკელი მწერალი,რომანისტი და ჟურნალისტი - ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) სტუდენტების წინაშე წარსდგა,რა დროსაც მათ ტკბილ-მწარე ღიმილით მიმართა:
“ბევრ თქვენგანს,ფიქრად რომ აქვს,ატომური ბომბი გაათავისუფლებს ყოველდღიური უსიამოვნო საქმეებისაგან,იმედი უნდა გავუცრუო.ის ბომბი არ ჩამოვარდება.მაშასადამე,ყოველ თქვენგანს,ისევე როგორც ჩვენ,კვლავაც მოუწევს თავდახრილი შრომა – ჭირნახულის მოყვანა,გზების გაყვანა,სახლებისა და ხიდების შენება,კანტორებში ფუსფუსი…” (ავტორი გენია.ჯი)