აკაკი წერეთლის სიტყვა მის “საიუბილეო საღამოზე”…
“ბედნიერი ვარ,უზომოდ ბედნიერი ამჟამად,მაგრამ ერთი რამ სწამლავს ამ ბედნიერებას.ის,რომ ჩვენ ვერ ვეღირსენით იმის იუბილეს,რომელიც იყო დიდი პოეტიც,დიდი მამულიშვილიც და დიდი ადამიანიც და რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა თავისი დაჩაგრული სამშობლო.დიაღ,ჩვენ ვერ ვეღირსენით ილია ჭავჭავაძის იუბილეს,მეტი უბედურებაც დაგვატყდა თავზე.ჩვენს არამც თუ ვერ შევამკეთ მისი გენიოსური თავი დაფნის გვირგვინებითა,არამედ ხელი ვერ შევუშალეთ ჩვენის ერის მტრებსა,რომელთაც ილიას ეკლის გვირგვინი დაადგეს,მსგავსად მაცხოვრისა… მთელი ნახევარი საუკუნე ილია და მე ტოლნათ ვეწეოდით მეტად მძიმე უღელს სამშობლოს სამსახურისას, – მომიკლეს,ჯვარს მიცვეს ტოლი და დამარჩინეს ცალად,უტოლოდ,ობლად… დიდება და თაყვანისცემა მოწამე ილიას უკუნითი უკუნისამდე”, – დაათავა აკაკიმ სათქმელი და მწუხარე თვალებიდან მდუღარე ცრემლის ნაკადული წასკდა.
“ამინ!” – შესძახა სამგლოვიარო ხმით სამი ათასმა მსმენელმა და ფეხზე უმალ წამომდგარმა,თავი მოიხარა დიდი ქართველი მამულიშვილის ხსოვნის წინაშე… (ავტორი გენია.ჯი)