კატერინა ელისაბედ ჰეველი
კატერინა ელისაბედ ჰეველი (კატერინა ელჟბეტა ჰეველიუსი) – დაიბადა 1647 წლის 17 იანვარს პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დანცინგში (თანამედროვე გდანსკი).იგი წარმოადგენდა ისტორიაში პირველ პოლონელ ასრონომ ქალს,რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო აღნიშნული მეცნიერების განვითარებაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მისი მეუღლე – იან ჰეველიც საყოველთაოდ ცნობილი ასტრონომი იყო და ისინი ერთგვარ ჰარმონიულ კავშირს ჰქმნიდნენ ასტრონომიის მეცნიერების განვითარებაში.ელისაბედი,მდიდარი ოჯახის შვილი გახლდათ: მამა – ნიკოლას კოოპმანი (შესაძლოა კოფმანი)აქტიურად იყო ჩართული “ჰანზის კავშირში” (ვაჭართა გილდიების სამხედრო-სავაჭრო გაერთიანება); დედა – იოჰანა კი წარმომავლობით,ჰანზაში ცნობილი და რესპექტაბელური ოჯახიდან გახლდათ გამოსული.როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა,ელისაბედი ბავშვობიდანვე გატაცებული გახლდათ ვარსკვლავებზე დაკვირვებით და ამავე პერიოდში გაიცნო მისი მომავალი მეუღლე,გდანსკში ყველაზე ცნობილი ასტრონომი – იან ჰეველი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ გდანსკში ჰეველს გააჩნდა,იმ პერიოდისათვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ობსერვატორია.ჰეველმა იმთავითვე შეპირდა პატარა ელისაბედს,რომ როდესაც დიდი გაიზრდებოდა აუცილებლად წაიყვანდა ობსერვატორიაში და საკუთარი თვალით აჩვენებდა ზეცის საიდუმლოებებსა და მის საოცარ სილამაზეს.ცნობილია,ისიც,რომ იანს პირველი მეუღლე – კატერინა,1662 წელს გარდაეცვალა. 1663 წელს კი,16 წლის ასაკში მყოფი ელისაბედი,მასზე საკმაოდ ასაკოვან მეცნიერზე დაქორწინდა (იმ პერიოდისათვის იან ჰეველის ასაკი 52 წელი გახლდათ).მათ,ერთად თანაცხოვრების 25 წლის მანძილზე ოთხი შვილი (ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი) შეეძინათ (იანს პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყავდა).თუმცა,საუბედუროდ,ვაჟი ჩვილ ასაკშივე გარდაეცვალათ.როგორც თავად იან ჰეველის შედგენილი წიგნიდან ვგებულობთ,ობსერვატორიაში მუშაობა ელისაბედმა 1664 წლიდან დაიწყო.იგი მკაფიოდ აღნიშნავდა მეუღლის უდიდეს ნიჭს,მათ შორის მატემატიკურ და ასტრონომიულ შესაძლებლობებს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,იანი მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში ხოტბას ასხამდა ელისაბედის მეცნიერულ ხედვებს.ელისაბედი,იანს მოხსენიებული ჰყავს ტრაქტატში – “Machina Coelestis”.იანის გარდაცვალებამდე,ელისაბედი მეუღლეს უდიდეს დახმარებას უწევდა ყოველგვარ მეცნიერულ წამოწყებებში.მას შემდეგ,რაც იან ჰეველი გარდაიცვალა,ელისაბედის დიდი შრომის შედეგად სრულყოფილ და გამოქვეყნებულ იქნა მეუღლის სამი მეცნიერული თხზულება: “Catalogus stellarum fixarum ad annum,”Firmamentum Sobiescianum sive Uranografia etc” და “Prodromus Astronomiae”.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჰეველების ობსერვატორიას სპეციალურად სტუმრობდა ისეთი გენიალური ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი,როგორიც გახლდათ – ედმუნდ ჰალეი,რომელიც ცოლ-ქმარ ჰეველებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული რიგ ასტრონომიულ კვლევებში.ჰეველების მიერ შექმნილ იქნა ტრაქტატი,რომელშიც ასახული იყო კატალოგი 1564 ვარსკვლავით.მათ უმთავრეს მიღწევად კი მიჩნეული გახლდათ ასტრონომიული ტრაქტატი,სახელწოდებით – “ასტრონომიის მაუწყებელი”,რომელიც სრულქმნილ იქნა ელისაბედის მიერ 1690 წელს,იანის გარდაცვალების შემდგომ.ცნობილია,რომ აღნიშნული ვარსკვლავების კატალოგი,დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ კატალოგად არის მიჩნეული,რომელიც ტელესკოპის გარეშე იქნა შექმნილი.მასში პირველად იქნა მოცემული კატალოგში ასახული ვარსკვლავების არა მარტო ეკლიპტიკალური,არამედ ეკვატორული კოორდინატებიც.ჰეველების მიერ შექმნილი ატლასი – “ურანოლოგია”,54 რუკისაგან შედგებოდა.მათ მიერვე გამოყოფილი 11 ახალი თანავარსკვლავედი (ჟირაფის,ხვლიკის,მარტორქის და სხვა) დღემდე შემორჩენილია ასტრონომიაში.ტრაქტატის – “ასტრონომიის მაუწყებელის” გამოქვეყნებიდან სამი წლის შემდეგ,1693 წლის 22 დეკემბერს,პირველი ასტრონომი ქალი ისტორიაში – კატერინა ელისაბედ ჰეველი,დანცინგში გარდაიცვალა 46 წლის ასაკში.იგი დაკრძალულ იქნა მეუღლის გვერდით. 2006 წელს ელისაბედ ვალცმა – ელისაბედ ჰეველის შესახებ დაწერა რომანტიზირებული სიუჟეტის მქონე ბიოგრაფია,სახელწოდებით – “ვარსკვლავებზე მონადირე”.გარდა ამისა,მისი სახელის უკვდავსაყოფად ვენერაზე მდებარე ერთ-ერთ კრატერს – ელისაბედ ჰეველის სახელი ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)