“ტარპეის კლდე”
“ტარპეის კლდე” – წარმოადგენდა,კაპიტოლიუმის ბორცვის (რომის შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთი) მარჯვენა მხარეს მდებარე კლდეს,საიდანაც ძველ რომში სიკვდილმისჯილ ადამიანებს ყრიდნენ და შესაბამისად კლავდნენ.განსაკუთრთებით კი,აღნიშნული კლდიდან ყრიდნენ ისეთ მსჯავრდებულებს,რომლებიც დადანაშაულებულ იყვნენ – სახელმწიფო ღალატში,ინცესტში და გაქცევაში (მონების გაქცევა მებატონეებისგან).ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,აღნიშნულ კლდის სახელწოდება ლუციუს ტარპეიუსისაგან მომდინარეობს,რომელსაც ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნეში ბრალი დასდეს,რომის ლეგენდარული დამაარსებლის და მეფის – რომულუსის წინააღმდეგ შეთქმულებასა და გამოსვლაში,რის შემდეგაც სიკვდილმისჯილი ლუციუსი სწორედ ამ კლდიდან იქნა გადაგდებული. (ავტორი გენია.ჯი) სხვა ვერსიის თანახმად კი,ტარპეი გახლდათ ძველრომაული მითოლოგიის მიხედვით ცეცხლის,ოჯახის კერიისა და ქალაქის მფარველი ღვთაების – ვესტას,ერთ-ერთი ქურუმი ქალი,ანუ ვესტალკი,რომელიც ამასთანავე რომის ციტადელის დაცვის უფროსისა და ლეგენდარული პერსონაჟის – სპურიუს ტარპეიუსის ქალიშვილი იყო.რომულუსმა სპურიუსსა და მის ვესტალკ ქალიშვილს ბრალი დასდო საბინებთან ბრძოლის დროს,ღალატში და ბრძანა,რომ ისინი ორივე კაპიტოლიუმის ბორცვის მარჯვენა მხარეს მდებარე კლდიდან გადაეჩეხათ (პლუტარქეს ცნობით – სპურიუს ტარპეიუსი თავად საბინებმა მოკლეს).მას შემდეგ კი,აღნიშნული კლდე მრავალი სიკვდილმისჯილისათვის ერთგვარ სასაკლაო ადგილად იქცა და ზემოაღნიშნულ დანაშაულებებში ბრალდებულებს სწორედ “ტარპეის კლდიდან” ყრიდნენ.ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ “ტარპეის კლდიდან” ძვ.წ.აღ-ით 384 წელს გადააგდეს ისეთი ცნობილი ისტორიული პერსონა,როგორიც გახლდათ რომაელი კონსული – მარკუს მანლიუს კაპიტოლინუსი.”ტარპეის კლდიდან” სიკვდილმისჯილების გადაჩეხვა და ამ მეთოდით მათი მოკვდინება მრავალი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა.საბოლოოდ იგი შეწყვეტილ და აკრძალულ იქნა ახ.წ.აღ-ით 43 წელს,რომის იმპერატორის – კლავდიუსის ბრძანების საფუძველზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თანამედროვე პერიოდამდე,რიგი ბუნებრივი კატაკლიზმების გამო – ”ტარპეის კლდე” არ შემორჩენილა.მიუხედავად ამისა,მასთან რომის ისტორია მკვიდრად არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი)
“ტარპეის კლდის” თანამედროვე სახე