რევაზ ინანიშვილი წერდა…
„ქართული ხელოვნება წალეკა ღლაბუცმა – კინო, თეატრი, ლიტერატურა. ყველგან მაიმუნობენ და ვითომც ეს მაიმუნობა არის აზროვნების მაღალი ფორმა თანამედროვეობისათვის. მთქმელი არ არის, რომ იყვიროს – არ არის ასე! რატომ შენ არ ყვირიო, მეტყვით. მით უფრო იმიტომ, რომ მაიმუნობის აპოლოგეტები ცილს დამწამებენ, შენ გინდა, როგორც შენ დარდობ, ჩვენც ისე ვიდარდოთო. მე კი ამას არავის ვავალდებულებ. საჭიროა ცოტა უფრო ნეიტრალური პოზიციის კაცის ჩარევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდაბიურობა მდაბიურობას ზრდის, და რამდენიმე წლის შემდეგ მოვა თაობები, რომელთაც წარმოდგენა არ ექნებათ „ამაღლებულზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მანქანები ბევრ რამეს გააკეთებენ. ისინი შეცვლიან ადამიანებს – მკეთებლებს. მაგრამ მანქანა ვერასოდეს ვერ იმუშავებს ისეთ კატეგორიებზე, როგორებიცაა: სინდისი, სიყვარული, თანაგრძნობა, მშვენიერება; ეს სფერო ხელოვნების საკუთრებად დარჩება მარადის”. (ავტორი გენია.ჯი)