ხორხე მარიო ვარგას ლიოსას მოწოდება…
“ყველა ეპოქას თავის ფანტომები ჰყავდა,ჩვენ დროებას კი ფანატიზმი ახასიათებს.ტერორისტები იმ რწმენით ხელმძღვანელობენ,თითქოს უდანაშაულო ადამიანების მოკვლით სამოთხეში მოხვდებიან,უცოდველთა სისხლი წარხოცავს საყოველთაო შეურაცხყოფას,აღადგენს სამართლიანობას და ურწმუნოებს ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცევს.მათ ამ რწმენას მსოფლიოში ყოველდღიურად ურიცხვი ადამიანი ეწირება მსხვერპლად,მკვლელები კი აბსოლუტური ჭეშმარიტების მქადაგებლად შერაცხავენ საკუთარ თავს.გვეგონა,რომ ტოტალიტარული იმპერიების ნგრევასთან ერთად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება,პლურალიზმთან ერთად დამკვიდრდებოდა ჰუმანური კანონებისადმი პატივისცემა და სამყარო მსხვერპლთშეწირვებს,გენოციდს,დაპყრობით და გამანადგურებელ ომებს დააღწევდა თავს,მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.მკვიდრდება ფანატიზმისა და ველურობის ახალი სახეობები,მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება რომ უმაგრებს ზურგს.არ არის გამორიცხული,ამ “მხსნელი” შეშლილების რომელიმე გაერთიანების წყალობით ერთ დღეს,მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.ამიტომ აუცილებელია ამ ბოროტების აღმოფხვრა,მასთან ბრძოლა და ბოლომდე განადგურება.ისინი არცთუ ბევრნი არიან,მაგრამ თავიანთი მოქმედებებით მთელს პლანეტას შიშით აზანზარებენ, და არ დავუშვათ,რომ მათ დაგვაშინონ,ის თავისუფლება წაგვართვან,კაცობრიობამ ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირობის ფასად რომ მოიპოვა”. (ავტორი გენია.ჯი)