ქუოკა – (მოკლეკუდიანი კენგურუ)
ქუოკა (მოკლეკუდიანი კენგურუ) – წარმოადგენს Setonix-ის სახეობის ერთადერთ წარმომადგენელ ძუძუმწოვარ ცხოველს კენგურუსებრნთა ოჯახისა.იგი ერთი შეხედვით ძალიან ჩამოჰგავს კენგურუსა და ვალაბს,თუმცა მათგან განსხვავებით ძალიან მცირე მოცულობის მქონე სხეულის ფორმებით გამოირჩევა.ქუოკას კუდის სიგრძე 30 სანტიმეტრამდეა,რაც ჩვეულებრივი კატის კუდის სიგრძის ექვივალენტია.სხეულის სიგრძე ნახევარ მეტრამდე აქვთ,ხოლო წონით 2,5 კილოგრამიდან 5 კილოგრამამდე მერყეობენ.ქუოკები ძირითადად ღამით აქტიურდებიან,თუმცა მტაცებლების წინაშე ყოვლად უძლურები გახლავან.სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ბუნებაში ისინი მხოლოდ ბალდის,როტნესტის კუნძულებსა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში (დასავლეთ ავსტრალიის შტატი) შემორჩნენ.ძირითადად კი,ისეთ ადგილებში,სადაც გავრცელებული არ არიან ბუნებაში მათი ყველაზე დიდი მტრები – მელიები.ქუოკები ეტანებიან მშრალ ბალახოვან რაიონებს,მჭიდროდ ნაყარ ბუჩქოვან და ჭაობიან ადგილებს.მაკეობის შემდეგ ბადებენ ერთ პატარას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ქუოკები,განეკუთვნებიან “სუსტ სახეობებს” (რიგი ბიოლოგიური სახეობების დამცავი ხარისხი),რის გამოც მინიჭებული აქვთ “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი” ცხოველების სტატუსი. (ავტორი გენია.ჯი)