“ქართველის დამაფიქრებელი დიალოგი”
“უცხო ველში იჯდა ერთი ვიღაცა – არ ვიცი კაცი,არ ვიცი ქალი.ვიცი მხოლოდ ის,რომ მას ჰქონდა უფლება და ძალა ჩვენება ჩამოერთვა ყველა სულდგმულისათვის… და აი,იმის წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა ერები და ქართველიც წარსდგა მის წინაშე.
- შენი სახელი? – გაისმა კითხვა ქართველისადმი.
- ქართველი, – იყო პასუხი.
- წლოვანება!
- ორი ათსზე მეტი წლის ვარ.
- რას აკეთებდი ამდენ ხანს ქვეყნად?
- თავს ვიცავდი.
- სულ მუდამ?
- დიახ,სულ მუდამ.ქრისტეს დაბადებამდე და ქრისტეს დაბადების შემდეგაც თავს ვიცავდი მე.თავს ვიცავდი მე მაკედონელის ლაშქრისაგან,მე ვებრძოდი მურვან-ყრუს,ვებრძოდი ოსმალოს,სპარსეთს,ვებრძოდი ლეკებსა და კიდევ სხვებს, – ურიცხვია სახელი ჩემი მტრების.მე ჩინგიზ ყაენს ვებრძოდი,აღა-მაჰმად-ხანს,შაჰ აბაზს და ლანგ თემურს ვებრძოდი მე,რომ თავი დამეცო. (ავტორი გენია.ჯი) ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე ბრძოლაა თავის დასაცავად,ვებრძოდი უთვალავ მტერს – შინაურსა და გარეულს.ყველას უნდოდა ჩემი გახრა,ჩემი შეჭმა.მე მართმევდნენ ყველაფერს…
- ეხლა რაღას შობი შენ?
- მე ეხლაც თავს ვიცავ.მტერი ეხლაც ბევრი მახვევია გარს,მოდიან ჩემზე ხმლითაც და მოქარგული ენითაც,სიყვარულსაც მიცხადებენ,რომ დამძლიონ… ეხლაც ბევრია მტერი – შინაური და გარეული. და მე ვებრძვი მათ,თავს ვიცავ. (ავტორი გენია.ჯი)
- არ დაიღალე?
- დაღალვა სიკვდილს ნიშნავს ჩემსას,არა,არ დავღლილვარ.
- არც გაბოროტდი ამდენი ბრძოლით,გრძნობები არ დაგიჩლუნგდა,სისხლი არ გიყვარს?
- არა,არ გავბოროტებულვარ.ვინც თავს იცავს და იმისთვის იბრძვის – შენ იცი თვითონ – ის არ გაბოროტდება,შენ თვითონ იცი ეს.
- გძულს შენი მტერი?
- მე თავის თავი მიყვარს და ვიცოცხლო მსურს მე.მე არ ვიცი მძულს თუ არა მტერი.მე ვებრძვი მას.მე თავს ვიცავ,იმიტომ რომ თავი მიყვარს.რა ვიცი მე,მძულს თუ არა ჩემი მტერი!
- და ელი კი გამარჯვებას?
- რათ უნდა დავმარცხდე,მე თავს ვიცავ… და ეხლა მე მარტოც არ ვარ – ყველა ერში და ყველა ქვეყნის კუთხეში იზრდება და მძლავრდება იმათი რიცხვი,რომლებიც თავს იცავენ და ისინი შემომეშველებიან მე,როგორც მე იმათ.რათ არ უნდა გავიმარჯვო,მე თავს ვიცავ.
და წამოდგა ფეხზე ის ვინც იჯდა,გაშალა მკლავი და გადაეხვია ქართველს, და გადაკოცნა ის.მოწყვიტა მწიფე ყურძენი და აჭამა მას, და კიდევ აჭამა მას თაფლი. და შეჰკრა გვირგვინი ია-ვარდისა და ყვავილებისაგან და შეამკო თავი მისი. და მისცა მას ხმალი ხელში და უთხრა:
- წადი,განაგრძე და კურთხეული იყოს გზა შენი,ფრიად მძიმე და ფრიად სახარბიელო! წადი,განაგრძე!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ჭოლა ლომთათიძე – (უბის წიგნაკიდან)